City Roof Terrace Bar ვიეტნამური სამზარეულო

იცოდით, რომ თბილისში, კერძოდ ტაბიძის ქუჩაზე ნამდვილი აზიური სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ? სასტუმრო IBI STYLES-ის ბოლო სართულზე ვიეტნამური სამზარეულოს შედევრებს შემოგთავაზებენ. City Roof-ის ტერასა ორი თვის წინ გაიხსნა და ამ მოკლე პერიოდში მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამორჩეული ინტერიერი და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სამზარეულო აქაურობას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის და იმ შემთხვევაში, თუ აზიური სამზარეულოს ჭეშმარიტი გულშემატკივარი ხართ, აქედან იმდეგაცრუებული ვერ წახვალთ. 

კახა ელბაქიძე – შეფ მზარეული

– კახა, სამზარეულო მთლიანად ვიეტნამური კერძებისგან შედგება, რატომ გადაწყვიტეთ მენიუ სწორედ ამ ქვეყნის კულინარიული შედევრებით გაგეფორმებინათ?

– მენიუ მთლიანად აზიური “Street Food”-ის გათვალისწინებით შევქმენით. მე და ჩემი სუ-შეფი სპეციალურად ვიეტნამში წავედით. იქ შევისწავლეთ ვიეტნამური კერძები და აბსოლუტურად ყველაფერი გადმოვიტანეთ და დავნერგეთ სასტუმროს ტერასაზე.

– თქვენი აზრით ქართველი მომხმარებელი მზად არის ამ კერძებისთვის?

– მე ვფიქრობ მზად არის, იმიტომ რომ ახალია. ასეთი სტილის ტერასა მე თბილისში არ ვიცი. კი, არის აზიური რესტორნები, მაგრამ მენდეთ, ჩვენი განსხვავებულია. ინგრედიენტებიც კი სპეციალურად იაპონიიდან და ჩინეთიდან ჩამოგვაქვს. კერძებში იმ სოუსებს ვიყენებთ, რომლებიც იმ ნადვილ გემოს აძლევს, რაც აზიური სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი.

– მთავარი კერძის შესახებ მოგვიყევით…

– ასეთია „ფრეშ როლი“, რომელიც თითქმის ცოცხალი ბოსტნეულითა და ბრინჯის ფირფიტებით კეთდება. ცხელი კერძებიდან გამოვყოფდი – „ბანჩო“-ს, ჰანოეშია ძალიან ცნობილი, აი, მაგალითად, რომ შევადაროთ, როგორც ჩვენთან არის მწვადი და ხინკალი, ისეა მათთან „ბანჩო“. ტრადიციული კერძია და საკმაოდ პოპულარული.

– ჯანსაღი კვება რამდენად გაქვთ მენიუში გათვალისწინებული?

– აბსოლუტურად, თითქმის 90 პროცენტი ამ კერძებში არის სულ ცოცხალი ინგრედიენტები. 10 წუთის განმავლობაში მზადდება ყველა და სწორედ ამითაა ცნობილი ვიეტნამური კერძები, რომ ყველაფერი მათთან არის ახალი. 

– დესერტები როგორი გაქვთ?

– ჩვენთან ყველაფერი არის იაქური. ძალიან ბევრი დესერტი გავქვს. მაგალითად, ბანანის ნამცხვარი. გავაქვს ასევე სეზამის მარცვლის ნაყინი. ძალიან მრავალფეროვანი მენიუ გვაქვს ამ კუთხითაც და ყველას ვურჩევ დაგემოვნებას. 

– ყველაზე დიდი გამოხმაურება რომელ კერძს აქვს?

– ეს არის წვნიანი „პო“, რომელიც მომხმარებელს ძალიან მოსწონს. 

– სასმელებიც აზიური გაქვთ?

– რა თქმა უნდა. საკე, ცივი საკე, სოჯუ… 

– სამომავლოდ რას გეგმავთ, რას დაამატებთ მენიუში?

– ჩვენ უკვე დავამატეთ სუში როლები, აგრეთვე, სპეციალურად ესპანეთიდან ჩამოვიტანეთ გრილი. მალე აზიურ კერძებს გრილზე მოვამზადებთ, როლებიც სპეციალური ინგრედიენტებით იქნება დამზადებული. 

Around the Banana, Cake, Pan Fried Caramel

  • ფქვილი -100 გრ.
  • კვერცხი -3 ცალი
  • არაჟანი -20 გრ.
  • შაქარი -30 გრ.
  • ბანანი -150 გრ.
  • კარაქი -20 გრ.
  • სოდა -1 გრ.
  • „სგუშონკა“ (შედედებული რძე) -10 გრ.
  • თაფლი -5 გრ.
  • ნაყინი -50 გრ.
  • პიტნა

Marinated Pork in Karamel  (Hanoi bun-cha)

  • კარამელის სოუსი -25 გრ.
  • ღორის ხორცი -100 გრ.
  • წიწაკა (ნედლი) -5 გრ.
  • ჩინური ლაფშა -10 გრ.
  • სტაფილო -20 გრ.
  • ვიეტნამური ყვავილოვანი კომბოსტო -20 გრ.
  • კამა -5 გრ.
  • პომიდვრის ტომატი -5 გრ.
  • თევზის სოუსი

Fresh Spring Rolls with Prawns

  • ვეფხისებრი კრევეტი -60 გრ.
  • ქინძი -10 გრ.
  • კომბოსტო -10 გრ.
  • პიტნა -5 გრ.
  • კიტრი -15 გრ.
  • ბრინჯის ფირფიტა -20 გრ.
  • ლოლა ბიონდა -20 გრ.
  • ლოლა როსა -20 გრ.
  • ბანანის ფოთოლი -20 გრ.
  • ბრინჯის ძმარი -20 გრ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com