გიორგი სვანიძე- შპს ქართული ზეთისხილის დამფუძნებელი
ზეთისხილის კულტურა საქართველოსთვის უცხო არაა, რასაც ისტორიული წყაროებიც ადასტურებს.
საუკუნეების შემდეგ, ზეთისხილის კულტურა გააცოცხლა კომპანია „ჯეოლაივმა“, რომელიც 7 წლის წინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული დიასპორის თანადგომით შეიქმნა. მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშენდა პირველი ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“. საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტი.
„ქართული ზეთისხილის“ გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში მდებარეობს. მის მიერ წარმოებული პროდუქცია უკვე საცალო გაყიდვაშია. მისი ყიდვა შესაძლებელია: ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ქსელში, „გუდვილში“, „ზღაპარში“, „ნიკორაში“, „ბაიასა“ და „აგროჰაბში“, მომავალში კი „ქართული ზეთისხილის“ ზეთისა და მარინადის შეძენა სხვა სავაჭრო ობიექტებშიც იქნება შესაძლებელი.
პირველი ქართული ზეთისხილის კომპანიის დამფუძნებლები არიან: გიორგი სვანიძე, აჰმედ ქაჰრამანი (მუჰაჯირი ქართველი თურქეთიდან) და ალი სამი ოზელი.
ამჟამად, პირველ ეტაპზე, 300 ჰექტარზე გაშენებული ზეთისხილის ბაღებიდან, საწარმომ 30 ტონა ზეთისხილი გადაამუშავა. მომავალში, სეზონზე, რამდენიმე ასეული ტონა ზეთისხილის მარინადისა და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეთისხილის ზეთის წარმოებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, ჩაფიქრებულია წიპწის, ბროწეულისა და ატმის კურკის ზეთის წარმოების დაწყებაც.
პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 200 ადამიანი.
კომპანიის ერთ-ერთი მიზანია, პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს.