სემპერი / SEMPER

გვანცა არველაძე – სს „გეფა“-ს ბავშვთა კვების და მოვლის დეპარტამენტის პროექტების მენეჯერი 

მოგვიყევით ბავშვთა კვება „სემპერის“ შესახებ… 

ბავშვთა კვების შვედური ბრენდი „სემპერი“ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია ექსკლუზიურად კომპანია „გეფას“ სააფთიაქო ქსელში. „სემპერის“ ისტორია 70 წელზე მეტს ითვლის. ყველაფერი დაიწყო მშრალი რძის წარმოებაში, პრინციპულად, ახალი მეთოდის დანერგვით, რომელიც შვედმა ნუტრიციოლოგმა, ნინნი კრონბერგმა შეიმუშავა და 1939 წელს, მშრალი რძის პირველი პარტია დამზადდა. ლათინურ ენაზე, “Semper” ნიშნავს „ყოველთვის“. კომპანიის მთავარი ამოცანაა, ყოველთვის შექმნას და მიაწოდოს მოსახლეობას მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კვების პროდუქტები. „სემპერი“ აწარმოებს 80-მდე დასახელების პროდუქტს: ადაპტირებული რძიანი ნარევები, ხილის წვენები, რძიანი და ურძეო ფაფები, ველინგები, ხორცის და თევზის სადილები, სხვადასხვა ხილის ჩაი და ორცხობილები. 

რა ძირითადი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს ახალგაზრდა მშობელმა იმისათვის, რომ სწორად და ჯანსაღად კვებოს თავისი პატარა? 

ბავშვის ჰარმონიული ზრდა-განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორ და რაციონალურ კვებას. დაბადებისას, უალტერნატივო პროდუქტს წარმოადგენს დედის რძე. ბუნებრივი კვების შემცირებისა და რესურსის ამოწურვის შემთხვევაში, ბავშვი თანდათანობით გადადის შერეულ ან მთლიანად ხელოვნურ კვებაზე. 

ხელოვნური კვების პროდუქტებში ფართოდ გამოიყენება რძის ადაპტირებული ნარევები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ სტანდარტებს და ბავშვის სრულფასოვანი განვითარების სრულ გარანტიას იძლევა. ასევე, ძალიან დიდია ინდუსტრიული პროდუქტების როლი ადრეული ასაკის ბავშვთა კვებაში, რაც ბავშვის კვების რაციონის მაქსიმალური მრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. 

რატომ უნდა აირჩიოს მშობელმა საწარმოო გზით დამზადებული ბავშვთა კვების პროდუქტები? 

არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ (WHO) გამოსცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით სასურველია წლამდე ასაკის ბავშვთა კვებაში საწარმოო გზით დამზადებული, გარანტირებული უსაფრთხოებისა და ასაკისთვის შესაბამისი ნუტრიენტული შემადგენლობის მქონე პროდუქტების გამოყენება. სწორედ ასეთ პროდუქტებს აწარმოებს კომპანია „სემპერი“. 

რა ასაკიდან არის სასურველი პირველი დამატებითი კვების პროდუქტების ჩართვა კვების რაციონში? 

მშობელმა დამატებითი კვების პროდუქტები პედიატრის რეკომენდაციით უნდა ჩართოს. პირველი პროდუქტების არჩევისას მიდგომა ინდივიდუალურია. მაგალითად, ექსკლუზიურად ძუძუთი კვების შემთხვევაში, დამატებითი საკვების მიცემას ვიწყებთ 6 თვის ასაკიდან. რაც შეეხება შერეულ ან ხელოვნურ კვებას, პირველ პროდუქტებად შეიძლება ჩაირთოს მონოკომპონენტური პიურე ან ფაფა. ისინი ხასიათდებიან სქელი კონსისტენციითა და მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით, წარმოადგენენ რკინის, კალციუმისა და ორგანული მჟავების წყაროს. წლამდე ასაკში რეკომენდებულია გამოვიყენოთ, ქარხნული წესით დამზადებული წვენები და ხილფაფები. გარდა ამისა, სემპერი წარმოგინდენთ ხილფაფის სახეობას ‒ პაუჩებს, რომლებიც მოთავსებულია რბილ შეფუთვებში, არის 100% ნატურალური და განსაკუთრებით კომფორტულია სეირნობისა და მგზავრობის დროს. 

მოგვიყევით ბავშვთა კვებაში ფაფების მნიშვნელობაზე.. 

ძალიან პოპულარულია ხილფაფებისა და სხვადასხვა მარცვლეულის კომბინაციები ბავშვთა კვების რაციონში. რძის გარეშე ან რძიანი ფაფების ჩართვა შესაძლებელია 4-5 თვიდან. სასურველია, ჯერ მივცეთ მონოკომპონენტური, მოგვიანებით კი გადავიდეთ რამდენიმე კომპონენტიან ფაფაზე. წლამდე ასაკის ბავშვთა კვებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც თხელ (ველინგი) ასევე, შედარებით სქელი კონსისტენციის ფაფებს. კვებით ღირებულებას განაპირობებს ფქვილისა და ბურღულეულის ხარისხი, რომელთა შემადგენლობაში შედის ვიტამინები და მინერალები. ამ მხრივ გამოირჩევა წიწიბურა და შვრია, რომელიც შეიცავს B1, B2 ვიტამინს, რკინას, მაგნიუმს, საკვებ ბოჭკოებს. „სემპერის“ ფაფების რეცეპტურის შემუშავებისას ხდება ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპებისთვის საჭირო ბუნებრივი მოთხოვნილების გათვალისწინება. კომპანია მუდმივად ცდილობს მიჰყვეს სიახლეებს. შაქრის გარეშე მომზადებულ ფაფებში წარმოდგენილია ცხოველური და მცენარეული ცხიმების კომპლექსი. ბუნებრივი პროდუქტების არსებობა ‒ რძე, ნაღები, მაღალი ხარისხის ხორბლეული და ხილი ამ პროდუქტს აძლევს ბუნებრივ ტკბილ და ნაზ გემოს. საწარმოო გზით დამზადებული ხორცეულის ჩართვა ხდება 6 თვის ასაკიდან. თევზეულის მიღება რეკომენდირებულია 8-9 თვიდან. „სემპერი“ ასევე გთავაზობთ, სხვადასხვა სახეობის მონოკომპონენტურ/მრავალკომპონენტურ ხორცისა და თევზის მზა სადილებს, სხვადასხვა ასაკისთვის შესაბამისი დაქუცმაცების ხარისხის გათვალისწინებით. 

რატომ უნდა აირჩიოს სემპერის პროდუქცია მშობელმა? 

ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის საკვები იყოს მრავალფეროვანი და, რა თქმა უნდა, ხარისხიანი. სემპერი, თავისი ასორტიმენტით აკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული და გურმანი ბავშვების მოთხოვნასაც კი.

    

    

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com