ლევან ჯავახიშვილი – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი
00:01 კულინარია არის… 00:01 ხელოვნება.
00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ… 00:02 ცივ წყალს, ვისკის და ხილს.
00:03 არ გამისინჯავს… 00:03 მე მგონი, ყველაფერი გამისინჯავს, რაც იჭმევა.
00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს… 00:04 გრეიპფრუტი, რომელზეც განსაკუთრებით, გოგოები გიჟდებიან წონის შესანარჩუნებლად.
00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა… 00:05 ლობიო. ბავშვობაში ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლა ვგიჟდები.
00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია… 00:06 ყველაზე ლამაზი ხილია ფორთოხალი ‒ მზეს მაგონებს, ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია ‒ ბოლოკი.
00:07 არ გავა დღე რომ არ ვჭამო… 00:07 ეგეთი არ არსებობს, თუმცა ხილი მიყვარს განსაკუთრებულად და ვცდილობ ჩემს ყოველდღიურ რაციონში იყოს.
00:08 გემრიელად ვამზადებ… 00:08 შემწვარ კვერცხს.
00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ… 00:09 მწვადს.
00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია… 00:10 რეგიონს ვიტყვი, თუ შეიძლება ‒ კახეთი. დაფიქრებაც არ მჭირდება.
00:11 საუკეთესოდ ამზადებს… 00:11 ალბათ, სხვა მამაკაცების მსგავსად, ორიგინალური არც მე ვიქნები ‒ დედაჩემი, ჩემი სიდედრი, ჩემი ცოლი ‒ ვერ.
00:12 ნამდვილი გურმანია… 00:12 ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების.
00:13 ჩემი საყვარელი დესერტია… 00:13 ხილის სალათი ნაყინით.
00:14 როცა მშიერი ვარ… 00:14 მზად ვარ მოვკლა საკუთარი ცოლი, არაადამიანს ვემსგავსები.
00:15 როცა მაძღარი ვარ… 00:15 თუ კარგ გარემოში ვარ, ვთქვათ, მეგობრებთან ერთად, ყველას მიმართ სიყვარულით ვარ განწყობილი
00:16 ჩემი საყავრელი კოქტეილია… 00:16 ორი მაქვს და ორივე ჩემი მოფიქრებულია. 100 გრ. ვისკის და 100 გრ. ბეილისს ყინულებს ვამატებთ და გემრიელი და გრადუსიანი კოქტეილი გამოდის. მეორეს მოსამზადებლადაც ვისკი, ცხელი შოკოლადის ფხვნილი, 1 კოვზი ყავისფერი შაქარი და ყინულები გვჭირდება.
00:17 როცა მთვრალი ვარ… 00:17 ყოფილა მომენტები, როცა აგრესიულიც ვყოფილვარ, მაგ- რამ, ძირითადად, მშვიდი ვარ და არავის ვერჩი, უბრალოდ, რატომღაც ბოდიალი მინდება მეგობრებთან ერთად.
00:18 ყველაზე უცანური კერძი, რაც გამისინჯავს… 00:18 ზღვის გველის სუში იყო იაპონიაში, რომელიც საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა.
00:19 ვერასოდეს გავსინჯავ… 00:19 გამოუვალ სიტუაციაშიც რომ აღმოვჩნდე, როცა იძულებული ხარ თავი ნებისმიერ ფასად გადაირჩინო, ალბათ, ვერაფ-რით გავსინჯავ ფოთლებს, ბალახს, მატლებსა და პეპლებს.
00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… 00:20 მწვადი, ხორცი.
00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ… 00:21 ხაჭაპურზე.
00:22 მადა ჭამაში მოდის? … 00:22 ეგ უფრო ფილოსოფიური გამოთქმა მგონია. ვფიქრობ, მადა, ალბათ, პოლიტიკურ კონტექსტში და სიმდიდრის დაგროვების პროცესში უფრო მოდის.
00:23 რა პროდუქტი ხარ შენ? … 00:23 სასმელს უფრო შევადარებ თავს ‒ ვისკის ან კონიაკს.
00:24 სადილს უხდება… 00:24 ნახევარი საათით ადრე წყალი.
00:25 რისი ფობიაა „სიტოფობია“… 00:25 ნამდვილად არ გამიგია.
00:26 გასინჯეთ… 00:26 ახალ-ახალი.
00:27 ბავშვობის გემო… 00:27 ბავშვობის გემო… გლიასე.
00:28 ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გასტრონომიულ ასოციაციებს იწვევს…00:28 ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გასტრონომიულ ასოციაციებს იწვევს… უფრო ავტორი მახსენდება ‒ ჰემინ-გუეი, რომელიც იმდენად დეტალურად, ნატურალისტურად აღწერს გემოებს, ჭამის პროცესს, კონკრეტულ პროდუქტს, რომ მინდებოდა წიგნი შემეჭამა.
ფოტო : იკა პირველი