FOOD ბლიცი

ლევან ჯავახიშვილი  – ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი

00:01 კულინარია არის… 00:01 ხელოვნება. 

00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ…  00:02 ცივ წყალს, ვისკის და ხილს. 

00:03 არ გამისინჯავს… 00:03 მე მგონი, ყველაფერი გამისინჯავს, რაც იჭმევა. 

00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს… 00:04 გრეიპფრუტი, რომელზეც განსაკუთრებით, გოგოები გიჟდებიან წონის შესანარჩუნებლად. 

00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა… 00:05 ლობიო. ბავშვობაში ვერ ვიტანდი, მაგრამ ახლა ვგიჟდები. 

00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია… 00:06 ყველაზე ლამაზი ხილია ფორთოხალი ‒ მზეს მაგონებს, ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია ‒ ბოლოკი. 

00:07 არ გავა დღე რომ არ ვჭამო…  00:07 ეგეთი არ არსებობს, თუმცა ხილი მიყვარს განსაკუთრებულად და ვცდილობ ჩემს ყოველდღიურ რაციონში იყოს. 

00:08 გემრიელად ვამზადებ… 00:08 შემწვარ კვერცხს. 

00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ… 00:09 მწვადს. 

00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია… 00:10 რეგიონს ვიტყვი, თუ შეიძლება ‒ კახეთი. დაფიქრებაც არ მჭირდება. 

00:11 საუკეთესოდ ამზადებს… 00:11 ალბათ, სხვა მამაკაცების მსგავსად, ორიგინალური არც მე ვიქნები ‒ დედაჩემი, ჩემი სიდედრი, ჩემი ცოლი ‒ ვერ. 

00:12 ნამდვილი გურმანია… 00:12 ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების. 

00:13 ჩემი საყვარელი დესერტია… 00:13 ხილის სალათი ნაყინით. 

00:14 როცა მშიერი ვარ… 00:14 მზად ვარ მოვკლა საკუთარი ცოლი, არაადამიანს ვემსგავსები. 

00:15 როცა მაძღარი ვარ… 00:15 თუ კარგ გარემოში ვარ, ვთქვათ, მეგობრებთან ერთად, ყველას მიმართ სიყვარულით ვარ განწყობილი 

00:16 ჩემი საყავრელი კოქტეილია… 00:16 ორი მაქვს და ორივე ჩემი მოფიქრებულია. 100 გრ. ვისკის და 100 გრ. ბეილისს ყინულებს ვამატებთ და გემრიელი და გრადუსიანი კოქტეილი გამოდის. მეორეს მოსამზადებლადაც ვისკი, ცხელი შოკოლადის ფხვნილი, 1 კოვზი ყავისფერი შაქარი და ყინულები გვჭირდება. 

00:17 როცა მთვრალი ვარ… 00:17 ყოფილა მომენტები, როცა აგრესიულიც ვყოფილვარ, მაგ- რამ, ძირითადად, მშვიდი ვარ და არავის ვერჩი, უბრალოდ, რატომღაც ბოდიალი მინდება მეგობრებთან ერთად. 

00:18 ყველაზე უცანური კერძი, რაც გამისინჯავს… 00:18 ზღვის გველის სუში იყო იაპონიაში, რომელიც საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. 

00:19 ვერასოდეს გავსინჯავ… 00:19 გამოუვალ სიტუაციაშიც რომ აღმოვჩნდე, როცა იძულებული ხარ თავი ნებისმიერ ფასად გადაირჩინო, ალბათ, ვერაფ-რით გავსინჯავ ფოთლებს, ბალახს, მატლებსა და პეპლებს. 

00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… 00:20 მწვადი, ხორცი. 

00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ… 00:21 ხაჭაპურზე. 

00:22 მადა ჭამაში მოდის? … 00:22 ეგ უფრო ფილოსოფიური გამოთქმა მგონია. ვფიქრობ, მადა, ალბათ, პოლიტიკურ კონტექსტში და სიმდიდრის დაგროვების პროცესში უფრო მოდის. 

00:23 რა პროდუქტი ხარ შენ? … 00:23 სასმელს უფრო შევადარებ თავს ‒ ვისკის ან კონიაკს. 

00:24 სადილს უხდება… 00:24 ნახევარი საათით ადრე წყალი. 

00:25 რისი ფობიაა „სიტოფობია“… 00:25 ნამდვილად არ გამიგია. 

00:26 გასინჯეთ… 00:26 ახალ-ახალი. 

00:27 ბავშვობის გემო… 00:27 ბავშვობის გემო… გლიასე. 

00:28 ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გასტრონომიულ ასოციაციებს იწვევს…00:28 ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც გასტრონომიულ ასოციაციებს იწვევს… უფრო ავტორი მახსენდება ‒ ჰემინ-გუეი, რომელიც იმდენად დეტალურად, ნატურალისტურად აღწერს გემოებს, ჭამის პროცესს, კონკრეტულ პროდუქტს, რომ მინდებოდა წიგნი შემეჭამა. 

ფოტო : იკა პირველი

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com