და, აი, როგორც იქნა, დადგა ნანატრი ზაფხული!
დამეთანხმებით, რომ ზაფხული ჩვენში ‒ გართობის, მოგზაურობის, დასვენების, მზისა და რუჯის ასოციაციას იწვევს…
ჩვენი გუნდი ეცადა, რათა ჟურნალ კულინArt-ის ახალი ნომერი ზაფხულივით „ცხელი“ ყოფილიყო და თქვენთვის ზაფხულის განწყობა შეექმნა.
საინტერესო რესპოდენტები თავისი ისტორიებით, ბლოგერები, ახალგაზრდა მეწარმეების წარმატებები, საზაფხულო კერძების რეცეპტები, სასტუმროების, რესტორნების შემოთავაზებები, კომპანიების სარეკლამო
სტატიები… ეს ყველაფერი ჩვენი ჟურნალის ახალ ნომერში!
უკვე მესამე ზაფხულია, რაც ჩვენი ჟურნალი მედია სივრცეშია და ყოველ ახალ ნომერში მკითხველი კულინარიის სამყაროში ხვდება: კერძების განუმეორებელი „სურნელება“, დაუვიწყარი და ახალი გემოების შერწყმა, ბოსტნეულის ხასხასა ფერების პალიტრა, კერძების მორთვის ხელოვნება, ინგრედიენტების უნიკალური თვისებების აღმოჩენა… ამ თემებს მხოლოდ ჟურნალ კულინArt-ში წაიკითხავთ!
ჩვენ კიდევ ბევრ ახალ პროექტს, საინტერესო ისტორიებსა და ცხელ-ცხელ „გემრიელ“ რუბრიკებს შემოგთავაზებთ მომდევნო ნომრებში.
დაელოდეთ ჟურნალ კულინArt-ს!