დიმა ობოლაძე
დიდი კულინარიული ოსტატობით არ გამოირჩევა, მაგრამ ბოლო წლებში, პროფესიიდან გამომდინარე, საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.
დიმა ობოლაძე ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც მხოლოდ კულინარიული თემის გარშემო ისაუბრებდა. ინტერვიუ შედგა, თან ისე, რომ ბოლოს გრილზე შემწვარი „კორიდას“ სპეც. ივერია სოსისით გემრიელი „ჰოთ დოგებიც“ მოამზადა.
-როგორი კულინარია დიმა ობოლაძე?!
– როცა მჭირდება კულინარი ვარ, მართლა შემიძლია მზადება. განსაკუთრებით, იმ ლეგენდარული კულინარიული პარასკევი დღის („სხვა შუადღე“, რუსთავი 2) შემდეგ ვისწავლე. მაშინ გავიგე რა იყო სატაცური, უმამი… ბოსტნეულის „რაგუ“ მაქვს გაკეთებული, რომელიც ძალიან გემრიელი გამომივიდა. მეგონა, რომ არავინ შეჭამდა, მაგრამ ვინც მოვიდა ყველამ დააგემოვნა, მე ფაქტობრივად გასინჯვაც ვერ მოვასწარი. წიგნი მაქვს კულინარიული და შემიძლია იმის მიხედვით გავაკეთო კერძები, მაგრამ დროის ფაქტორია. დრო რომ მქონდეს, ალბათ კარგად ვისწავლიდი, მერე გავაკეთებდი და აუცილებლად „ვიბლატავებდი“, რომ ჩემი გაკეთებულია.
-ყველაზე ხშირად რას ვნახავთ თქვენს მაცივარში?
– აი, მაგალითად, ბრინჯი ქათმით, სხვადასხვანაირად გაკეთებული. ჩემს მაცივარში ყოველთვის არის ყველი. ყველანაირი ყველი მიყვარს. მიყვარს კიტრი, პომიდორი, ზოგადად ბოსტნეული, ასევე ბროკოლი. ბავშვობიდან მიყვარს შემწვარი კარტოფილი და ისიც თითქმის ყოველთვის მაქვს სახლში.
-თქვენი საყვარელი კერძი?!
– გემრიელი რაც არის, ყველაფერი მიყვარს. აი, მაგალითად, ფეხბურთის ყურების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეგობრები ერთად ვიკრიბებით, როგორც ყველა „ჭეშმარიტი მამაკაცი“, ასეთ დროს ჩვენც განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვანიჭებთ კვებას. თამაშის ყურების დროს სუფრაზე ხორც-პროდუქტები ყოველთვის გვაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, გრილზე შემწვარი იქნება თუ ტაფაზე ‒ შაშხი, სოსისი, სარდელი და სხვა ხორცეული. ასეთ გარემოს იდეალურად შეეფერება. ძალიან მიყვარს „კორიდას“ ივერია სპეცი და სოსისი ყველით, შაშხიც. მე პირადად, ყოველთვის დახუნძლულ სუფრას ვახვედრებ მეგობრებს და მათთვის ხშირად თავადაც ვამზადებ.
-როგორ უმკლავდებით შიმშილის გრძნობას?
– ამ დროს გიჟი ვარ. შიმშილის ატანა რთულია. აი, ფეხზე ოპერაციას რომ ვიკეთებდი, მითხრეს რომ წინა დღეს არ ჭამოო და ისე ცუდად გავხდი, გული მიმდიოდა, ეტყობა ნერვულობისგანაც. შიმშილი რთული ასატანია.
-ჯანსაღი საჭმელი თუ სწრაფი კვება?!
– ადრე ძალიან მიყვარდა არაჯანსაღი საკვები. ახლა არა, გან- საკუთრებით ოპერაციის შემდეგ, რაც 104 კილო გავხდი. ენდოკრინოლოგს მივმართე და მისი დახმარებით ძალიან მარტივად მივეჩვიე ჯანსაღ საკვებს. ცომეული, შაქარი, მარილი დიდი ხანია რაციონიდან ამოვიღე და შედეგიც მაქვს ‒ მინუს 10 კილო. ასე თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ვიცი ძნელია, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის ასე ჯობია. უკვე ძალიან იშვიათად ხდება, რომ ისევ მომინდეს არაჯანსაღი საკვები.
-როგორია თქვენი ზაფხულის მენიუ?
– ყველაზე მარტივია ‒ კიტრი, პომიდორი, მჭადი და ყველი. ცხელი კერძი ზაფხულში იშვიათად მინდება. მარტივად ვნაყრდები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გემრიელიცაა.
-ვინ არის თქვენთვის საუკეთესო მზარეული?
– ჩემს წრეში, ამ ეტაპზე დიდად არავინ ბრწყინავს. ბაბუაჩემი აკეთებდა მაგრად. დედაჩემიც მახსოვს, რომ კარგი კულინარი იყო. „იდეალს“ აცხობდა, რომლის გემოც დღემდე მაქვს დარჩენილი. კაცი მზარეულების კი სულ მშურდა.
ჩემი ცოლი ძალიან გემრიელ რაღაცებს მიკეთებდა, ორი თვე სახლში რომ ვიწექი, მაშინ გავსუქდი. ნელ-ნელა დახვეწა კულინარიული ოსტატობა.
-როგორ იწყება თქვენი დილა?
– ვცდილობ რომ ვისაუზმო. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდია. დილით უმარილო ყველით, პურითა და ყავით ვსაუზმობ ხოლმე. ზოგჯერ კვერცხიც შეიძლება შევიწვა.
-დღეს რა მოგვიმზადეთ?
– იქიდან გამომდინარე, რომ გარემოს ძალიან უხდება, გადავწყვიტე „ჰოთ დოგების“ გაკეთება. ვფიქრობ სწორი არჩევანია. „ჰოთ დოგისთვის“ გამოვიყენე სპეციალური პური, სალათის ფურცლები, პომიდორი, მდოგვი და რა თქმა უნდა, „კორიდას“ ზომიერად ცხარე და არომატული სოსისი, რომელიც გრილზე შევწვი. მგონი გემრიელიც გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში ვინც დააგემოვნა, ყველას ძალიან მოეწონა.