DINING TABLE by ქეთი ბაქრაძე

ახალი წლის დღესასწაულმა ჩაიარა, თუმცა ჯერ ისევ ზამთარია და საკმაოდ ცივა. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთარია ჩემს მეხსიერებაში, რომელსაც ძალიან უხდება წითელი მშრალი ღვინო და შემწვარი ხორცი. წლის ამ პერიოდში მენიუ გარკვეულწილად იცვლება, რადგან ზამთრის სიცივეში, სტუმრებს ცხელი და შედარებით კალორიული საკვები სჭირდებათ.

ჟურნალ „კულინArt“-ის მკითხველებისთვის დღეს, სტეიკ „დიანეს“ მოვამზადებ. ყველაზე მეტად გორდონ რამზის ვერსია მომწონს, ის ამზადებს სწრაფად და ძალიან მარტივად. ზოგადად, ბევრი ცნობილი შეფ-მზარეულის ვერსია არსებობს ამ კერძის მომზადების. ეს არის კარგი ძირითადი კერძი, თუ ოჯახის წევრების ან მეგობრების ვახშამზე გამასპინძლებას გადაწყვეტთ. ქართული სუკი ძალიან კარგად იწვება, უხდება სოკოს გემო, მდოგვი, ნიორი, ხახვი და ოხრახუში კი ‒ კერძს განსაკუთრებულ არომატს სძენს. როდესაც სტუმრები მყავს და სწრაფად მჭირდება გემრიელი კერძი, ხშირად სწორედ სტეიკ „დიანეს“ ვამზადებ.

სტეიკ „დიანეს“ დაგემოვნება უკვე შეგიძლიათ "Keti's Bistro"-ში. ამ გარემოს ძალიან უხდება მსგავსი კერძები, სოფლური სტილით შემწვარი კარტოფილი და წითელი ღვინო. მენიუს სხვა ახალი კერძებიც დაემატა, წითელი ღვინის სოუსში მსხალთან ერთად შემწვარი იხვი, სალათა ‒ შებოლილი იხვის მკერდი მანდარინის ლებნებითა და მანდარინის დრესინგით, სტეიკი პეპერ სოუსით და სხვა. ასევე, აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ძალიან გემრიელი გლინტვეინი.

სტეიკი "დიანე"

ინგრედიენტები:
• საქონლის სუკი – 1 ც.
• ქამა სოკო – 500 გრ.
• დიჟონის მდოგვი – 1 ს/კ.
• ნიორი – 1-2 კბილი
• ბრენდი – 100 გრ.
• ვორჩესტერის სოუსი – 50 გრ.
• კარაქი – 30 გრ.
• ნაღები – 200 გრ.
• ოხრახუში – 1 კონა
• ხახვი – 1 ც.
• კარტოფილი – 6 ც.
• ზეითუნის ზეთი – 50 გრ.
• როზმარინი (ხმელი/ცოცხალი) – 20 გრ.
• მარილი – გემოვნებით
• პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
სუკი დაჭერით მედალიონებად და ჩაალბეთ 25 გრ. ზეითუნის ზეთში. დაამატეთ 25 გრ. ვორჩესტერის სოუსი, 25 გრ. ბრენდი, ამოურიეთ და გააჩერეთ 25 წუთის განმავლობაში.

სოუსი:
დაჭერით სოკო საშუალო ზომის ნაჭრებად, გრძლად დაჭერით ხახვი. ცხელ ტაფაზე დადეთ კარაქი და მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი, დაყარეთ ხახვი და ცოტა მოთუშეთ. ტაფაზე დაამატეთ სოკო და ისევ მოთუშეთ. მოასხით დარჩენილი ვორჩესტერის სოუსი და ბრენდი, მოწვით ტაფაზე არსებული ინგრედიენტები. დაუმატეთ
დიჟონის მდოგვი და ნაღები. გაზქურის გამორთვის შემდეგ კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ამოურიეთ.

მედალიონებად დაჭრილი სუკი შეწვით ცხელ ტაფაზე. ხორცი რომ შეიწვება მოასხით მომზადებული სოუსი.

გარნირის მოსამზადებლად მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ კარაქთან, ზეთთან და ერთ კბილ ნიორთან ერთად შეწვით.

მიირთვით წითელ, მშრალ ღვინოსთან ერთად…

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com