ელიტ ელექტრონიქსი – Elit Electronics

„ელიტ ელექტრონიქსმა“ „ისთ ფოინთ“- ის ფილიალში, ბოშის "Live" სამზარეულოში ცნობილ მანდილოსნებს უმასპინძლა. სტუმრებს შეფ-მზარეულმა მანუელმა გააცნო ბოშის მე-8 სერიის სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკა, რომელიც საუკეთესო არჩევანია უნიკალური ტექნიკური მახასიათებლებისა და მარტივად გამოყენების გამო. უმცირეს დეტალებამდე გააზრებული, დახვეწილი დიზაინისა და შესრულების ოსტატობის წყალობით ბოშის ტექნიკა ხდება სრულყოფილი. მნიშვნელობა არ აქვს მე-8 სერიის რა მოდელს და რა მოცულობის ტექნიკას აირჩევთ, დისფლეის ერთიანი დიზაინისა და პანელის სიმაღლის წყალობით, საბოლოოდ თქვენს სამზარეულოში სრული ჰარმონია იქმნება.

ბოშის მე-8 სერიის ჩასაშენებელი ღუმელების გამოყენებით, შეგიძლიათ თავად გახდეთ შეფ-მზარეული ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით. მე-8 სერიის ჩასაშენებელი ორთქლის ღუმელები Assist ფუნქციით, რომლის დროსაც თქვენს მიერ შერჩეული კერძი ავტომატურ რეჟიმში მზადდება, თქვენ ირჩევთ კერძის სახეობას, რომლის მომზადებაც, გსურთ, ხოლო გაცხელების საჭირო რეჟიმს, ტემპერატურასა და მზადების დროს ღუმელი თავად არეგულირებს. ბოშის ბრენდის სამზარეულოს ჩასაშენებელი ტექნიკა ნებისმიერი სირთულის კერძს მარტივად მოამზადებს.

შეფ-მზარეულმა მანუელმა, აღნიშნული ტექნიკის დახმარებით სტუმრებისათვის მოამზადა კალმახის რულეტი მდნარი ყველის, პიტნისა და კამის გულსართით ფორთოხლის სოუსში, ისპანახის, პასტის, ყველისა და ნაღების გარნირით. ხოლო დესერტად შესთავაზა მსხალი, თეთრი და წითელი ღვინის ტკბილი სოუსით.

მათ ვისაც სურს მცირე დროში ჯანსაღი კერძების მომზადება, სწორედ, ბოშის ტექნიკა დაეხმარება, რომლის გამოცდაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ისთ ფოინთში „ელიტ ელექტრონიქსის“ "Live" სამზარეულოში.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com