„შავი ლომი“ ახალ ლოკაციაზე გაიხსნა ქვლივიძის 28, ოქროს უბანი. დიდი დავაა ამაზე, უბანი ოქროსია თუ სვანეთის. მე ოქრო უფრო მომწონს. ჰოდა, ახალი წელიც ისეთი გვქონდა, როგორიც ოქროს უბანს და ფიროსმანს შეეფერება: მულტიკულტურული, ფერადი, ფარაჯანოვული, გუგური, გუგა კოტეტიშვილს ვგულისხმობ. მისია აქაურობის დიზაინი, განწყობა, გული და სული.
კერძებზე მე ვზრუნავ, და, რა ვიცი, მოსწონთ.
-ეს გემრიელობები ქალბატონმა ლელამ, და მერიკომ მოგვიმზადეს, მე არა, მეორე მერიკომ 🙂
-ლელამ ტრადიციული ებრაული კომშიანი შემოგვთავაზა, მერიკომ კი ტრადიციული სომხური ტოლმა.
-მე თევზი ჩავდე ჩვენებურ ბროწეულის ბაჟეში. მგონი, მოგეწონებათ.
კომშიანი
ინგრედიენტები:
• ქათამი – 1 ც.
• კომში – 500 გრ.
• ქლიავის ჩირი – 200 გრ.
• ხახვი – 4-5 ც.
• ნიორი – 3-4 კბ.
• ზეთი – 200 მლ.
• შაქარი – 2 ს/კ.
• მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: ქათმის ხორცი დავჭრათ სასურველ ნაჭრებად და გახურებულ ტაფაზე შევაწითლოთ ყველა მხრიდან. პარალელურად, ხახვი დავჭრათ ალყა ალყა და კარგად მოვთუშოთ ზეთში. ისე, რომ კარამელიზირდეს და გაოქროსფერდეს. დავჭრად გრძელ ნარჭრებად.
კომში, გავახუროთ ტაფა და 1 ს.კ. შაქართან ერთად კომშიც მოვთუშოთ. კომშს რომ ცოტა დააკლდება დავაყაროთ ქლიავის ჩირი 1 ს.კ. შაქარი და 5-10 წუთი ვშუშოთ.
ავაწყოთ კერძი: ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი. ცოტა ზეთი მოვასხათ და ფენებად დავაწყოთ მოშუშული ხილის ნაზავი, ქათმის ხორცი, მოთუშული ხახვი, წვრილად დაჭრილი ნიორი, გავიმეოროთ. მოვაყაროთ მარილი და შემოვდგათ ნელ ცეცხლზე. ვშუშოთ სანამ ქათმის ხორცი არ მომზადდება.
ტოლმა ვაზის ფოთოლში
ინგრედიენტები:
• საქონლის ხორცი – 0.5 კგ.
• ღორის ხორცი – 0.5 კგ.
• ხახვი – 2 ც.
• ოხრახუში – 50 გრ.
• ქინძი – 50 გრ.
• ტარხუნა – 20 გრ.
• ბრინჯი – 100 გრ.
• ვაზის ფოთლები
• ტომატის პასტა – 1 ს.კ
• კარაქი – 20 გრ.
• მარილი
• პილპილი
არაჟნის სოუსი
• არაჟანი – 200 გრ.
• ნიორი – 4-5 კბ.
• კამა – 100 გრ.
ერთმანეთში ავურიოთ არაჟანი, დანაყილი ნიორი, კამა, მარილი. მოვასხათ ტოლმას და მივირთვათ.
მომზადების წესი: ერთმანეთში ავურიოთ გატარებული საქონლის და ღორის ხორცი, დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, ტარხუნა, ბრინჯი, მარილი, პილპილი. გადავახვიოთ ვაზის ფოთოლში და ჩავალაგოთ კარაქმოსმულ ქვაბში. წყალში გავხსნათ ტომატ პასტა და დავასხათ ტოლმას ისე, რომ დაიფაროს. დავადოთ თეფში და ვხარშოთ სანამ ხორცი არ მოიხარშება.
კალმახი ბროწეულის ბაჯეთი
• 2 კილოგრამიანი დიდი ზომის კალმახი
• 200 გრ გატარებული ნიგოზი
• 3-4 ბროწეულის წვენი
• 2 ს.კ ლიმონის წვენი
• 2-3 კბ ნიორი
• 4-5 ღერი მწვანე ხახვი
• 1 ც მწვანე წიწაკა
• 5-6 ღერი ქინძი
• მარილი
• წყალი
მომზადების წესი: დიდი ზომის, 2 კილოგრამიანი კალმახი შევწვათ ღუმელში. ჯამში ერთმანეთში ავურიოთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები. გადავასხათ თევზს და მივირთვათ.
ფოტო: Imano