FOOD LOVERS

IMG_0734

დათო & გიორგი შამანაურები

„ადამიანები, რომლებსაც ჭამა უყვართ ყოველთვის საუკეთესონი არიან“ ‒ ჯულია ჩაილდმა თქვა, მე კი არა, მე უბრალოდ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, მაგრამ ჩემი იდეალი, ადამიანია რომელსაც ჭამასთნ ერთად მისი მომზადება და სხვებისთვის გაზიარება აბედნიერებს. რა თქმა უნდა, ქალბატონი ჩაილდიც ამას გულისხმობდა, რადგან თვითონ ძალიან კარგი მზარეული იყო და რაც მთვარია, მის შემთხვევაშიც ყველაფერი სიყვარულით დიწყო. 

Food Lovers ‒ დიახ, მრავლობითში წერია. ეს განსაკუთრებული ბლოგია, დიდი ბონუსით, რადგან, ერთის მაგივრად ორი Food Lover-ი აღმოვაჩინე. იდენტური ტყუპები, გიორგი და დათო შამანაურები, რა თქმა უნდა ვერ გავარჩიე და ტყუპებთან ურთიერთობის უხერხულ გზას მივმართე, სახელით არცერთისთვის არ მიმიმართავს, რომ არ ამრეოდა. ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, რასაც მათ მომზადებულ ძალიან გემრიელ, აკურატულ (ჩემი, უკვე რაც თუ ისე პატარა Food Lover-ებთან ურთიერთობის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭები ნაკლებად ზრუნავენ, საჭმლის ვიზუალურ მხარეზე ვიდრე გოგოები, აქედან გამომდინარე, გიორგის და დათოს ასეთი ლამაზი კერძების დანახვამ სასიამოვნოდ გამაკვირვა) და საინტერესო კერძებზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. განსხვავებული და მკაფიო გემოები, მსუბუქი და მარტივად მოსასმზადებელი, ნამდვილად ძალიან დროულია და თანამედროვე სამყაროს შესატყვისი. 

გიორგი და დათო, ორივე 35 წლის, ორივე მუსიკოსი, ორივე საყვირზე უკრავს, სამასახურიც კი ერთი აქვთ, ორივე ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ორკესტრის წევრია, მაგრამ დიდ ფიზიკურ თუ ცხოვრებისეულ მსგავსებასთან ერთად ორივე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობს. ბავშობიდან დამოუკიდებლები იყვნენ და შესაბამისად, სამზარეულოშიც კომფორტულად თავი ადრეულ ასაკში იგრძნეს. 

გიორგი: „მე და დათოს ადრეული ასაკიდან მოგვიწია დამოუკიდებლად ცხოვრება. სახლში ხშირად ვამზადებდით საკვებს და სამზარეულოში ფუსფუსის უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს. ბებიისგანაც ბევრი ვისწავლე; მის მომზადებულ ნიგვზიანი ბადრიჯნის ერთ ნაჭერს, ათასიდან ამოვიცნობ. პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია; შეიძლება თეორიულად კარგად იცოდე ინგრედიენტების რაოდენობა და მომზადების წესები, მაგრამ პირველ ჯერზე მაინც არ გამოდის.“ გიორგი ძალიან გამოცდილი და სტაჟიანი კულინარი აღმოჩნდა, კერძის გასინჯვანმდეც, პირადად დავრწმუნდი ამაში, ისე თავისფლად და კომფორტულად გრძნობდა თავს სამზარეულოში. „სიმართლე გითხრათ, ჩვეულევრივი კერძის მომზადბა უკვე მღლის. მომზადების პროცესი საინტერესო უნდა იყოს, ამიტომ ექსპერიმენტების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია, კულინარია“ მართალი გითხრათ ასეთი რაფინირებული პასუხები, კერძები და მათ მიმართ დამოკიდებულება, კარგ გამოცდილ მზარეულსაც კი შეშურდება გიორგი ისეთივე თავდაჯერებული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა სამზარეულოში, როგროც სცენაზე, კულინარიით გატაცებას მხოლოდ ჰობი უწოდა, რაშიც მე ნამდვილად გამიჭირდება დავეთანხმო „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკვების ისე მომზადება, რომ პროდუქტმა არ დაკარგოს სასარგებლო თვისებები. არ მიყვარს ქაოსური სიტუაცია მზადების პროცესში; სამზარეულო აუცილებლად მოწესრიგებული უნდა იყოს და მუსიკაც, რომელიც იმ მომენტშია ჩართული ‒ კერძთან, შესაბამისი.“ მუსიკა და საჭმლის მომზადება, უკეთესი რა უნდა იყოს არც კი ვიცი, არა ვიცი, უკეთესი ამ დროს მომზადებული, საოცრად გემრიელი გამომცხავრი კარტოფილია ლორით, რომელიც გიორგიმ შექმნა. 

ძალიან ბევრი დავწერე გიორგიზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დათომ სამზარეულოში ნაკლებად გამოიჩინა თავი, თუ ვეგეტერიანელი ბრძანდებით, დათოს მომზადებული საოცარი კერძის რეცეპტი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენს ჟურნალში მოხვდა, აუციებლად უნდა ჩაიწეროთ. 

დათომ განსხვავებული ხედვა და მიდგომა დამანახა საჭმლის მომზადების მიმართ, ხომ გაგიგიათ არტ თერაპია, ჰოდა დათოს საკუთარი განსაკუთრებული მიდგომა აქვს, კულინარული თერაპი, ალბათ ყველაზე სასამოვნოა, თერაპიებს შორის „ჩემთვის კულინარია უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ საკვების მომზადება. მაგალითად როდესაც რომელიმე კერძს ვამზადებ, პროცესის მსვლელობის დროს ვფიქრობ სხვადასხვა პრობლემებზე და თავში ვალაგებ პრობლემის დაძლევის და გადაჭრის გზებს. როგორც კი კერძი მომზადდება, პრობლემის გადასაჭრელი გზებიც იკვეთება და გაღიმებული ვაგემოვნებ იმის იმედით, რომ ჯანსაღი საკვები მომცემს ძალას, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ როლს ითამაშებს ცხოვრების უკეთ დალაგებაში.“ 

დათო პედაგოგია და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ექსპერიმენტებს მიესალმება სამზარეულოშიც და სცენაზეც, მუსიკა ხომ მის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. 

არსებობს ასეთი აზრი, რომ სახლში, სამზარეულოში, მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა იყოს უფროსი და დანარჩენი ყველა ზედმეტია, მეც შემშლია ხელი, როდესაც ვინმე, თუნდაც დახმარების მიზნით, ჩემს სამზარეულოში შემოჭრილა. ახლაც წარმოიდგინეთ, რა უცნაური სანახაობა იყო, ჩემი სტუმრები, ტყუპი მუსიკოსები, ჩემს სამზარეულოში საჭმელს ამზადებდნენ, მაგრამ ტყუპები მაინც მისტიკაა და ასეთი მისტიური და ძალიან ლამაზი საყურებელი იყო, ჰარმონიულად მოფუფუსე ორი ადამიანის ყურება სამზარეულოში, რომლებიც ერთნაირები არიან, რამდენიმე წუთს თავი მართლა ზღაპარში მეგონა. 

გამომცხვარი  კარტოფილი  ლორით 

IMG_0696

IMG_0802

ინგრედიენტები:
• კარტოფილი – 2 საშუალო ზომის
• კვერცხი – 1 ც.
• საფანელი – 2 ს/კ.
• მოცარელა – 200 გრ.
• ლორი – 200 გრ.
• ხის შამფური – 2 ც.
• პიტნა, კამა, ტარხუნა გემოვნებით
• მარილი

• შავი პილპილი

მომზადების წესი: 

მოგრძო ფორმის კარტოფილში ვატარებთ ხის შამფურს. კარტოფილს შამფურზევე ვჭრით სპირალისებურად ისე, რომ არ გაწყდეს და შემდგომში ვშლით მთელ შამფურზე. ფუნჯით ვუსმევთ უკვე ათქვეფილ კვერცხს და საფანელში შერეულ წიწაკას და მარილს ვაყრით ისე, რომ სულ დაიფაროს კარტოფილი. გაჭრილი კარტოფილის ნაწილებში ვაწყობთ ლორის ნაჭრებს, ვდებთ ღუმელში და შემდეგ ვაყრით მოცარელას. ვუწევთ ღუმელს 200 გრადუსზე. უკვე კარგად გახურებულ ღუმელში შევდგამთ კარტოფილს და 30-40 წუთი ვაჩერებთ. გამზადებულ კერძს დავაყრით პიტნას, კამას ან ტარხუნას მზარეულის გემოვნებით. 

სალათი  ზაზიას  სიზმარი 

IMG_0709

IMG_0788

ინგრედიენტები:
• 1 მანგო
• 1 წითელი ხახვი
• 1/5 ავოკადო
• 1 წიწაკა
• 1 ლაიმის წვენი
• 1 ჩ/კ. ზეითუნის ზეთი
• ნახევარი კონა ოხრახუში
• მარილი, პილპილი, წიწაკა გემოვნებით
• 200 გრ. ბრინჯი
• 200 გრ. კრევეტები
• 1 ჩ/კ. შაქარი
• 3 ჩ/კ. ძმარი
• 3 ს/კ. საფანელი
• 2 კვერცხი
• 2 ფირიფტა ნორი

მომზადების წესი: 

ყველაფერს დავჭრით წვრილად კრევეტის გარდა. ჩავყრით ჯამში, დავასხვათ ლაიმის წვენს, დავუმატებთ, ზეითუნის ზეთს, მარილს და წიწაკას და კარგად მოურევთ. 

კრევეტი ამოავლეთ კვერცხში და საფანელში და შეწვით საშუალო ცეცხლზე. 

მოხარშეთ ბრინჯი, დაუმატეთ ძმარი, შაქარი და მარილი, ბრინჯი გადმოიტანეთ ნორზე, გაასწორეთ, დაალაგეთ ზემოდან დაჭრილი ბოსტნეული, დაადეთ შემწვარი კრევეტი და გადაახვიეთ ნორი, ისე რომ ინგრედიენტები კარგად მოთავსდეს შიგნით, უგემრიელესი სალათიც მზად არის. 

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com