თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი
00:01 კულინარია არის… ხელოვნება
00:02 ჩემს მაცივარში აუცილებლად ნახავთ… ყველას
00:03 არ გამისინჯავს… არ გამისინჯავს გველი და მწერები. ბაყაყის ბარკლები დაახლოებით ერთი თვის წინ მივირთვი პარიზში. ძალიან მომეწონა.
00:04 ყველას უყვარს, მაგრამ მე არ მიყვარს… ბორშჩი, ხალადეცი, შილაფლავი. მარმელადი.
00:05 არ მიყვარდა და ახლა შემიყვარდა… ზეთისხილი და მაევნის წვნიანი (შეჭამანდი)
00:06 ყველაზე ლამაზი ხილია… და ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია… ყველაზე ლამაზი ხილია – ანანასი, ყველაზე ლამაზი ბოსტნეულია – პომიდორი
00:07 არ გავა დღე რომ არ ვჭამო… ყველი
00:08 გემრიელად ვამზადებ… გოზინაყს
00:09 თბილისში ყველაზე გემრიელად მივირთმევ… ხინკალს
00:10 ჩემთვის გასტრონომიული დედაქალაქია… გორი
00:11 საუკეთესოდ ამზადებს… ამაზე მგონი გავეცი პასუხი… თუ რამე ვერ გავიგე?
00:12 ნამდვილი გურმანია… ნამდვილი გურმანია ადამიანი, რომელიც დაკვირვებით და ნელა მიირთმევს საკვებს და არა ის , ვინც ჩქარა და ბევრს იყრის მუცელში. დეგუსტაციის უნარი რომ უნდა ჰქონდეს ამაზე აღარაფერს ვამბობ.
00:13 ჩემი საყვარელი დესერტია… ნაყინი და მუქი შოკოლადი.
00:14 როცა მშიერი ვარ… შიმშილს. შეიძლება ითქვას რომ ვიტან. აგრესიული არ ვხვდები …
00:15 როცა მაძღარი ვარ… თუ ზედმეტი მომივიდა საკვები, რაც ვცდილობ, რომ იშვიათად მოხდეს, მაშინ ძილი მერევა.
00:16 ჩემი საყავრელი კოქტეილია… ყველანაირ კოქტეილს დედაჩემის გაკეთებული შინდის და გარგარის კომპოტი მირჩევნია.
00:17 როცა მთვრალი ვარ… მთვრალი მხოლოდ ერთხელ ვიყავი ცხოვრებაში და ყველანაირად ვეცდები მეორედ იგივე აღარ განმეორდეს… თუმცა , მაშნ , მახსოვს , რომ მშვენიერ ხასიათზე ვიყავი…
00:18 ყველაზე უცანური კერძი, რაც გამისინჯავს… ალბათ ისევ ბაყაყი
00:19 ვერასოდეს გავსინჯავ… მწერებს
00:20 ყველაზე მეტად მიყვარს… ჭვიშტარი, ხაჭაპური , ელარჯი
00:21 დიეტის დროსაც კი უარს ვერ ვამბობ… დიეტაზე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ალბათ ყველზე გამიჭირდებოდა უარის თქმა.
00:22 მადა ჭამაში მოდის? … რა თქმა უნდა მოდის …
00:23 რა პროდუქტი ხარ შენ? … რძის ნაწარმი ვარ . კერძოდ – ისევ და ისევ ყველი .
00:24 სადილს უხდება… თითო ჭიქა ღვინო
00:25 რისი ფობიაა „სიტოფობია“… ალბათ საკვების მიღების შიში …
00:26 გასინჯეთ… გასინჯეთ მოხარშული მწყრის კვერცხები პიტნაში, ან ბაყაყის შემწვარი ბარკლები.