Foodtourist

gts1.1

თაკო ნაცვლიშვილი

ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ალბათ ყველა აღნიშნავს იმ ფაქტს თუ როგორი გატაცებული ვარ კულინარიით. ბავშვობიდან მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი და დედაჩემს სისხლს ვუშრობდი. ბევრ კითხვას ვუსვამდი და პარალელურად ჩანაწერებს ვაკეთებდი. მეორე დღეს კი იგივეს უკვე ნინოსგან დამოუკიდებლად ვიმეორებდი. დღესაც ასე გრძელდება, ოღონდ ამჯერად უკვე მე ვასწავლი დედას რაღაცების მომზადებას, იმდენად კარგად ავითვისე ეს საქმე. 

ყველაზე მეტად მიყვარს ჩინური კერძების მომზადება. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე იოლი მოსამზადებელია. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და არაერთი ქვეყნის სამზარეულოს გავეცანი. 

I t a l y

FIN_CULINART_156

იტალიური სამზარეულო ჩემთვის პირველ ადგილზეა. მილანში ყოფნის დროს ხშირად დავდიოდი PIZ-ში, რომელიც მდებარეობს Via Torino-ზე დუომოსგან არც თუ ისე შორს. საოცარი პიცერიაა. თუ გინდათ, რომ ნამდვილი იტალიური პიცის გემო გაიგოთ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. თვითონ რესტორანი, ძალიან ხალისიან ფერებშია გაწყობილი. კედლები მექსიკურ სტილშია გაკეთებული და თავი საბავშვო ბაღში გეგონებათ. პირველად რომ წამიყვანეს, იმდენად არ მომეწონა გარემო და რესტორნის ინტერიერი, რომ გადავიფიქრე ჭამა. ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი ‒ ეს სად მომიყვანეთ, აქ რა უნდა იყოს გემრიელი თქო ‒ მაგრამ შემიძლია დავიფიცო, რომ მსგავსი გემრიელი პიცა არ გამისინჯავს. ალბათ ყოველდღე მნახავდით კაფე 10 Corso Como-ში. ულამაზესი ადგილია, თავისი ტერასებით და ეზოში მოსასხდომებით, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, როდესაც მთელი ეზო მორთულია თბილი საახალწლო განათებით. გამორჩეულად მიყვარს მათი დესერტები "Cannoli with chocolate cream" ‒ ნამდვილი ზღაპარია. 

F r a n c e

FIN_CULINART_157

ყველაზე გემრიელი საუზმისთვის გირჩევთ ესტუმროთ ნებისმიერ ფრანგულ "Boulangerie"-ს, სადაც უგემრიელეს კრუასანებს და "Pain au chocholat"-ებს აცხობენ ან მეორე და ყველაზე გემრიელი ვარიანტია Eggs&Co, სადაც უგემრიელეს ბენედიქტებს ამზადებენ. საღამოს ყველაზე კარგ რესტორანში წასვლას თუ გადაწყვეტთ, ჩემი ფავორიტია რესტორანი L'Avenue, რომელიც მდებარეობს Avenue Montaigne-ზე. ასევე ძალიან კარგია Le Cinq, თავისი მყუდრო გარემოთი. ეს ისეთი რესტორანია, რომ ყველა "Course" აუცილებლად უნდა სცადოთ. Vapiano ალბათ ჩემი უსაყვარლესი ადგილია. 

N e w Y o r k

FIN_CULINART_158

ყველაზე ნაკლებად მიყვარს ბურგერები და იშვიათად მივირთმევ, მაგრამ Five Guys ნამდვილად გამონაკლისია. პირველად რომ ჩავედი ნიუ-იორკში, მახსოვს წავედი რესტორან The View-ში (in hotel Marriott), რომელიც მდებარეობს თაიმს სქუერზე, ერთ-ერთი შენობის ბოლო სართულზე, რომელიც ბრუნავს. Lincoln Square Steak არის ჩემი ფავორიტი ადგილი, სადაც აქვთ უგემრიელესი სტეიკები და ძირითადად მსუბუქი კერძები, რაც მე ძალიან მომწონს. 

gts1.2

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com