რედაქტორის სვეტი

FIN_CULINART_154

სიამოვნებით „გადავახვევდი“ დეკემბრის ბოლო დღეებს წინ… 

რამდენიმე წელია წინასაახალწლო დღეები ჩემთვის „საგიჟეთთან“ ასოცირდება; 2 ჟურნალის გამოსაცემად მზადება, შეხვედრები, ივენთები… ყოველივე ამის შემდეგ, ძნელია მხატვრულად გადმოგცეთ ჩემი წინასაახალწლო განწყობა… 

კულინარტის ფურცლებზე კი ნამდვილად იგრძნობთ ახალი წლის სამზადისს! 

ახალი ნომერი „სავსეა“ თქვენთვის საყვარელი სტუმრებით, ნიჭიერი ახალგაზრდებით, ლამაზი, ფერადი, გემრიელი კერძების რეცეპტებით და რაც მთავარია, "თბილი წინასაახალწლო განწყობით“… 

ახალი წელი ‒ ეს მხოლოდ მომავლის გეგმები და ოცნებები არ არის! 

ახალი წელი ‒ გასული წლის შეჯამების დროა! 

მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც ჩვენთან თანამშრომლობს. გასული წლის ასე წარმატებით დასრულებისთვის, მადლობა ჩვენი რედაქციის ყველა თანამშრომელს: ჟუნალისტებს, ბლოგერებს, ფოტოგრაფებს, დიზაინერებს, მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურს, ლოჯისტიკის მენეჯერს… 

მადლობა კულინარArt-ის ყველა მკითხველს, ვინც სულ ჩვენთან ერთად არის… 

გილოცავთ შობა-ახალ წელს! 

ყველა ოცნების ასრულებას გისურვებთ! ჯანმრთელობა, სიხარული, ბედნიერება და წინსვლა თოთოეულ თქვენგანს! 

 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com