ვალენტინო ბონტემპი
რომი, სან ფრანცისკო, ნიუ იორკი, მოსკოვი და ახლა უკვე ‒ თბილისი! ცნობილი იტალიელი მზარეულის პინსა აგრძელებს მომხმარებლის გაოცებას მთელი მსოფლიოს მაშტაბით. დიახ, დიახ ‒ პინსა, და არა ‒ პიცა.
მოემზადეთ, ქალაქში ახალი გემოა!
იტალიელი მწერლის უმბერტო ეკოს საყვარელი კერძი იყო ‒ პიცა კალცონე, დანტე ალიგიერის ‒ მარწყვის ნაყინი ნიგვზით, ლუიჯი პირანდელოს ‒ ქათმის კალცონე და ასე უსასრულოდ შეგვიძლია იტალიურ სამზარეულოზე საუბარი, მაგრამ პინსა -ეს სულ სხვა იტალიაა…
იტალიელმა მზარეულმა ვალენტინო ბონტემპიმ 25 წელია, პინსერიები დააარსა. არაერთი წიგნის ავტორი, მსოფლიოს წამყვან ქალაქებში, თავისი კონცეფციით შექმნილ პინსერიებს ხელმძღვანელობს. ცნობილ საიტებზე ის საუკეთესო შეფასებებით და მაღალი რეიტინგით სარგებლობს, ტურისტები ერთმანეთს რეკომენდაციას უწევენ, რომ ამა თუ იმ ქალაქში აუცილებლად დააგემოვნონ ბონტემპის პინსა. თბილისიც არ ჩამორჩა ტენდენციას და “CANTINA by Bontempi” წარმოგვიდგინა.
პინსერიას შეგიძლიათ ესტუმროთ ქალაქის ცენტრში, საბურთალოზე ცინცაძის 12 ნომერში. აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და ქალაქ მოდენაში, შეშაზე მოხალული საუცხოო არომატის ყავა. ჰაერი ‒ გაჯერებულია ხრაშუნა პინსის, სანელებლებისა და ფქვილის სურნელით, რადგან მზარეულები თქვენს თვალწინ აცხობენ უგერიელეს პინსას.
თუკი, სულაც არ გსურთ შინიდან გასვლა ან სამსახურში გვიანობამდე შემორჩით, “CANTINA by Bontempi”-ს ადგილზე მიტანის სერვისი თქვენ განკარგულებაშია. ასევე შეგიძლიათ, მხოლოდ ერთი ნაჭრის ან ნახევარი პინსის შეძენა, რაც პიცის შემთხვევაში ხშირად ‒ შეუძლებელია.
პინსერია დაბალი ფასებითა და ეკოლოგურად სუფთა პროდუქტით გამოირჩევა.
და მაინც, რა არის პინსა?
პინსა, პიცამდე მრავალი წლით ადრე შეიქმნა და ძალიან ცნობილი იყო ძველი რომის იმპერიაში. ეს არის ჯანსაღი, ნაკლებად კალორიული, მარტივად მონელებადი და მსუბუქი საკვები.
მის შესახებ, ისტორიულ წყაროებშიც ნახსენებია. ვირჯილიო წერს, რომ რომის სამხედრო არმია ხშირად მიირთმევდა პინსას, რადგან ის არ იწვევდა დამძიმების შეგრძნებას, მოთენთვას და ხანგრძლივი დროით ანაყრებდა.
იგი გამორჩეულია ჰაეროვანი, ხრაშუნა ცომით, რომელიც სამი ტიპის ფქვილის ნაზავით მზადდება: ხორბლის, სოიოს მარცვლების და ბრინჯის. პინსა, ასევე შეიცავს 5 წლის დაძველებულ იტალიურ საფუარს. მისი საშუალებით, ცხობის დროს წარმოიქმნება ბუშტუკები და მასა გნსაკუთრებით მსუბუქი ხდება.
პინსა პიცისაგან არა მხოლოდ ინგრედიენტებით, არამედ ცხობის ტექნიკითაც განსხვავდება. თუ პიცის ცომი მოკლე დროში მზადდება და ის ერთგვარად სწრაფი კვების პროდუქტს წარმოადგენს, პინსის ცომი 32-72 საათი ინახება გამოყენებამდე, სწორედ ეს ტექნიკაა მისი განსაკუთრებული გემოს საიდუმლო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ პინსის ცომის მომზადებისას გამოიყენება დიდი რაოდენობით წყალი, რათა მასა იყოს მსუბუქი და ნაკლებად კალორიული, ვიდრე ‒ პიცაა.
ბოლოს, კი ცომს ემატება სხვადასხვა ბოსტნეული, ყველი, სოუსი, სუნელი, ბეკონი და სხვა ჯანსაღი ინგრედიენტი.
“CANTINA by Bontempi” გარდა ცნობილი და კლასიკური შემადგენლობის პინსებისა, გურმანებისთვის სხვა არჩევანსაც გთავაზობთ, მაგალითად: ვალტელინა პომიდვრის სოუსით, ბრეზაოლათი, გორგონზოლათი და მოცარელათი; პინსა შპეკით და ტრიუფელით, ორაგულით, კრევეტებით, რუკოლათი და სხვა.
პინსა, ეს არა მხოლოდ ჯანსაღი და გემრიელი საკვები, არამედ – ცხოვრების სტილია…
გაეცანი მსოფლიო კულინარიის ტრენდს – ესტუმრე “Cantina by Bontempi”-ს!