სტუმრად შეფთან Christmas Honey Roast

3_1

ორიგინალური საახალწლო კერძის იდეა „ლიდერფუდისგან“ 

საახალწლო სამზადისი უკვე დასასრულს უახლოვდება. ყველა ოჯახში მენიუ წინასწარაა განსაზღვრული, რის მიხედვითაც ახალი წლის ღამე ჯადოსნურთან ერთად გემრიელიც უნდა იყოს. შეფ-მზარეულმა თამარ გოდერძიშვილმა წინასაახალწლოდ კომპანია „ლიდერფუდისგან“ სასაჩუქრე ყუთი მიიღო, სადაც სხვადასხვა ინგრედიენტები დახვდა. საჩუქრიდან გამომდინარე თამარმა გადაწყვიტა საახალწლოდ ორიგინალური კერძის მომზადება, რომელიც გემრიელთან ერთად განხვავებულიც იქნება. Christmas Honey Roast-ი თამართან სახლში, ტელეწამყვანმა ლიკა ქორქიამ დააგემოვნა.

12

‒ თამარ, რას ურჩევთ ჩვენს მკითხველს, როგორი უნდა იყოს ახალი წლის სუფრა?

‒ ჩემთვის ყველაზე მეტად იდალურთან მიახლოებული არის სუფრა, რომელსაც რთავ და აწყობ, ისე როგორც შენ გინდა. სუფრაზე უნდა იყოს ყველაფერი, რაც გიყვართ ან მაგალითად, რასაც ყოველდღე არ მიირთმევთ. 

‒ როგორია თქვენი საახალწლო სუფრა, გაქვთ თუ არა რამე კონკრეტული ტრადიცია?

‒ არასდროს მივსდევ ტრადიციებს, იმიტომ რომ ცვალებადი ხასიათი მაქვს. თუ ერთ წელს ერთი კერძი მაქვს სუფრაზე, მეორე წელს არასდროს ვიმეორებ. თუმცა უპირობოდ, რაც ყოველთვის არის სუფრაზე ეს არის გოზინაყი, რომელიც ძალიან მიყვარს და არ მბეზრდება. ასევე საცივი, რომელიც ქართულ სამზარეულოში ყველაზე გამორჩეული კერძია. საცივის და გოზინაყის გარდა, მიმაჩნია რომ ახალი წლის სუფრაზე უნდა კიდევ ის კერძები, რომლებიც საახალწლო განწყობას ამაღლებულს ხდის. 

‒ თამარ, „ლიდერფუდმა“ სასაჩუქრე ყუთი გამოგიგზავნათ, რას ამზადებთ იმ ინგრედიენტებისგან, რომლებიც ყუთში დაგხვდათ?

‒ ახალ წელს ყველა ორიენტირებულია კვებაზე, ამიტომ გადავწყვიტე მსუყე და ნოყიერი კერძი ამერჩია, რომელიც ახალ წელს მოუხდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ავიღოთ შაშხი და მოვამზადოთ ახლებურად. გავამდიდროთ სოუსით და გავაფორმოთ ხილითა და ბოსტნეულით. მე პირადად ძალიან მიყვარს და დიდი ყურადღებას ვაქცევ გაფორმებას. შეიძლება კერძი გემრიელი იყოს, მაგრამ არაესტეთიურად გამოიყურებოდეს. ჩვენი დღევანდელი საახალწლო კერძი, ვფიქრობ თან გემრიელია და ლამაზადაც გამოიყურება. 

‒ ლიკა, როგორია შენი საახალწლო სუფრა?

‒ საახალწლო სუფრა, რატომღაც ყოველთვის მეზარება, იმიტომ რომ მგონია, ამ დროს ყველა ოჯახში ერთი და იგივე ხდება. როგორც არ უნდა ეცადო, ამ სუფრას თავს ვერ აარიდებ და მაინც გიწევს იმ საკვების მირთმევა, რასაც ყოველდღიურობაში არ ჭამ. ამიტომ, მე რომ გითხრათ, რომ ახალი წლის  სუფრისთვის განსაკუთრებულად ვემზადები, მოგატყებთ. თუმცა არის რაღაცები, რაზეც წელიწადში ერთხელ უარი არ უნდა თქვა, მაგალითად, გოზინაყი. მიუხედავად იმისა, რომ მე ნიგოზზე ალერგიული ვარ, 31 ში მას აუცილებლად მივირთმევ.

‒ როგორ შეაფასებდი თამარ გოდერძიშვილის მომზადებულ საახალწლო კერძს?

‒ ექსპერიმენტების მოყვარული ვარ და კულინარიაში განსაკუთრებით. მიყვარს ისეთი საკვები, სადაც ბევრნაირი გემო და არომატია ერთმანეთან გაჯერებული. დღეს სწორედ ამიტომ მოვედი თამართან სტუმრად, სადაც ულამაზესს გარემოში დავაგემოვნეთ კერძი. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა გემო და ინგრედიენტია გაერთიანებული და კერძს ეგზოტიკურობას მატებს. 

ლიდერფუდი – ირინა კეიდია (მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი)

‒ 2017 წელი ჩვენთვის სიახლეების წელია, მთლიანად განახლდა კომპანიის იერსახე, შეიცვალა ლოგო, საფირმო სტილი და ბრენდის სტრატეგია. სტრატეგიის ერთერთი მთავარი მიმართულება არის ამ სფეროს განვითარება, ხარისხის სტანდარტების ამაღლება და მომდევნო წლის მანძილზე სიახლეების შეთავაზება, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც სულ მალე გაიხსნება.

ამასთან ერთად გვსურს საკომუნიკაციო ენა და ჩვენი აქტივობების ძირითადი ნაწილი მოვახმაროთ ადამიანებისთვის ბედნიერი მომენტების შექმნას. ანუ ვიქნებით უფრო აქტიური, გახსნილი და მეგობრული კომპანია. დასვენების, გართობის თუ ყოველდღიურობის გალამაზებაზე ორიენტირებული.

აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ახალი წელი დაგვეწყო არასტანდარტული საახალწლო საჩუქრით, ჩვენი მეგობრებისთვის გაგვეგზავნა ორიგინალური საახალწლო კერძის იდეა, იმისთვის რომ განსხვავებულად შეხვდნენ ახალ წელს. სასაჩუქრე ყუთში მოთავსებულია საახალწლო-საშობაო კერძის ინგრედიენტები და მომზადების მარტივი რეცეპტი, რომელიც ყველას შეუძლია სახლის პირობებში მოამზადოს და საახალწლო სუფრას განსხვავებული და გემრიელი კერძი შემატოს.

Christmas Honey Roast 

5-1

7

8

მომზადების წესი: 

შაშხს დავუსეროთ ზედაპირი. ტაფაზე დავასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, შაშხთან ერთად დავდოთ რამდენიმე კბილი ნიორი და დავბრაწოთ კარგად. სანამ შაშხი მომზადდება გავაკეთოთ საფანელი: მეორე ტაფაზე მოვხალოთ ქართული თხილი,შემდეგ კი იგივე ტაფაზე თეთრი პური ცოტაოდენ ზეითუნის ზეთთან და კარაქთან ერთად დავბრაწოთ. დავუმატოთ სურნელოვანი პილპილი და მანდარინის ცედრა, მარილი გემოვნებით. ეს ყველაფერი ჩავყაროთ ბლენდერში ან ჩოფერში, დავუმატოთ ცოტა ქინძის ფოთლები და დავაბლენდეროთ მსხვილი საფანლის კონსისტენციამდე. 

სოუსი: 

ქვაბში ჩავასხათ თეთრი ღვინო, დავდგათ გაზზე და ვადუღოთ, სანამ არ განახევრდება. დავუმატოთ გაწურული მანდარინის წვენი და ერთად ვადუღოთ. ვუმატებთ თაფლს და ვდგამთ დაბალ ცეცხლზე. მიღებულ მასას დავუმატოთ სურნელოვანი პილპილი, ნიორი, ჯინჯერი, მანდარინის ცედრა, მარილი, ცოცხალი წითელი წიწაკა წვრილ კუბებად დაჭრილი და ვადუღოთ შესქელებამდე. 

გარნირი: 

ქვაბში ჩავასხათ თეთრი ღვინო, რომ წამოდუღდება დავუმატოთ ბულიონი, მარილი და ჩავყაროთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი და სტაფილო, ვადუღოთ სანამ არ მომზადდება. შემდეგ ტაფაზე მოვბრაწოთ ჩვენი უკვე ღვინოში მოხარშული კარტოფილი და სტაფილო. ძველი ნიორი შევცვალოთ ახლით. 

შემწვარი შაშხი გადავიტანოთ თეფშზე, წავუსვათ სოუსი და ამოვავლოთ თაფლის და პურის საფანელში, მოვათავსოთ თეფშზე და გავაფორმოთ გარნირითა და სოუსით. 

სოუსი:
• თეთრი მშრალი ღვინო – 150 მლ.
• მანდარინის ფრეში – 150 მლ.
• თაფლი – 70 გრ.
• 1 მანდარინის ცედრა
• ნიორი 2 კბილი
• წითელი წიწაკა (ჩილი) გემოვნებით
• სურნელოვანი პილპილი გემოვნებით
• მარილი გემოვნებით
• ჯინჯერი (კოჭა) გახეხილი 5 გრ.

საფანელი:
• თეთრი პური კანის გარეშე – 200 გრ.
• ნიორი 2 კბილი
• 1 ცალი მანდარინის ცედრა
• ქინძის ფოთლები – 1 მუჭა
• კარაქი – 20 გრ.
• ზეითუნის ზეთი – 10 მლ.
• მარილი და პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები:
• შაშხი (ლიდერფუდის „ბავარიული“)
• ზეითუნის ზეთი – 10 მლ.
• ნიორი 1-2 კბილი
• შავი პილპილი გემოვნებით

liderfood_new

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com