ახალი წელი „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებთან ერთად

g1-(5)

g1-(1)

ახალი წლის სამზადისი ოჯახებში დეკემბრის დადგომისთანავე იწყება. ყველა ემზადება, რომ 31 დეკემბრის ღამე მათთვის გამორჩეული და სიურპრიზებით სავსე იყოს. საახალწლოდ ემზადებიან, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებიც, რომლებიც ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ დიღმის ფილიალს ეწვივნენ. 

„გუდვილში“ ახალი წელი უკვე მოვიდა. აქაურობა, ნამდვილ საახალწლო ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს. „გუდვილის“ მთავარი კულინარიული მოვლენა 3 მეტრ-ნახევრიანი ორცხობილის სახლია, რომლის ასაშენებლად 800-მდე ორცხობილას აგური და 80 კილომდე ცილა დაიხარჯა. 

მთელი ახალი წლის დღეების განმავლობაში „გუდვილში“ საზეიმო განწყობა შენარჩუნდება. ბავშვების გართობაზე თოვლის ბაბუა, ელფები და ანიმატორები იზრუნებენ. აქვე იმუშავებს “Christmas Café”-სადაც ჰიპერმარკეტის სტუმრები ცხელ შოკოლადს, გლინტვეინს, ნამცხვრებსა და სპეციალური რეცეპტით დამზადებულ Gingerbread Cookies-ს დააგემოვნებენ. გარდა ამისა „გუდვილის“ მომხმარებელს საახალწლო სათამაშოების კოლექცია და საუკეთესო შეთავაზებები დახვდება. 

ჰიპერმარკეტის საბურთალოსა და ვაკის ფილილში კი სტუმრებს ახლადგახსნილი კაფე „აქვე“ უმასპინძლებს, ასევე „გუდვილში“ შესაძლებელია მთელი საახალწლო სუფრის შეკვეთა სახლში მიტანის სერვისით. 

„ჩემი ცოლის დაქალებმა“ ორცხობილის სახლთან Gingerbread Cookies-ს გამოცხობაში მიიღეს მონაწილეობა. „კულინArt“ ‒ ის მკითხველს კი თავიანთ საახალწლო ტრადიციები გაანდეს. 

g1-(3)

ანა ტყებუჩავა: -ექსპრომტი მიყვარს, მეგობრებთან ერთად. შარშან სპეციალურად ვიყიდეთ ბილეთები და კლუბში წავედით. ძალიან მეძინებოდა, თან თოვდა, გავიყინეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში საინტერესო ახალი წელი გამოგვივიდა. ახალი წლის ტრადიციებიდან არ მიყვარს 12 საათზე რომ სხდებიან სუფრასთან, ჩვენს შემთხვევაში ადრე ვიწყებთ და 12 საათს კარგი განწყობით ვხვდებით. თუ მთელი ოჯახი ვაპირებთ ახალი წლის ერთად შეხვედრას, მაშინ აუცილებლად ტრადიცული სუფრა გვაქვს, თუ მხოლოდ მეგობრები -მაშინ სუფრა დახუნძლულია ტკბილეულით და ლამაზად ვაწყობთ ხოლმე. შარშან ბოლო დღეს მომიწია საყიდლებზე წასვლა და ამის გამო კინაღამ სახლი გადავწვი, რადგან სანამ გასული ვიყავი ქურაზე დავტოვე საჭმელი. წელს ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი ოჯახისთვის ახალი წელი ერთ დღიანი იქნება. 

g1-(4)

სალომე შარვაძე: ეს ახალი წელი განსხვავებული იქნება, იმიტომ, რომ ვმუშაობ და ბათუმში, არაჩვეულებრივ გარემოში, ვხვდები 31 დეკემბრის ღამეს. სამზადისი უკვე დაწყებული მაქვს, სახლში ნაძვის ხეც დავდგით. საზეიმო განწყობით ვართ მთელი ოჯახი. ჩემს შვილს ძალიან უყვარს სახლში შეხვედრა, მაგრამ წელს ტრადიციის დარღვევა გვიწევს. რაც შეეხება საახალწლოდ კულინარიულ კერძებს, გოზინაყს ყოველთვის ვაკეთებ, ჩემი ძმაც მეხმარება და ერთად გემრიელი გამოგვდის. ბოლო 5 წელია, რაც საახალწლო პერიოდში სულ გადაღებები მაქვს, ამიტომ საახალწლო სუფრას ძირითადად 31 დეკემბერს ვაწყობ. 

g1-(6)

ნინო გაჩეჩილაძე: -კონკრეტული ტრადიცია არ მაქვს. ჩვეულებრივ, ახალ წელს ოჯახთან ერთად სახლში ვხვდები. თუ მოხდა ისე, რომ ჩემს მამას და დას გარეთ კონცერტები აქვთ, მაშინ მხოლოდ მე და დედა ვართ სახლში. სიმართლე გითხრათ წელს არ ვიცი, როგორი ახალი წელი მექნება, შეიძლება გარეთ მომიწიოს შეხვედრა, ან საერთოდ არ ვიყო თბილისში, წინასწარ არ მაქვს დაგეგმილი. მინდა, რომ წლევანდელი ახალი წელი განსხვავებული იყოს. 2016 წელი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი იყო, თან მაიმუნის წელში ვარ დაბადებული. რატომღაც მგონია, რომ 2017 კიდევ უკეთესი იქნება. ახალ წელს, რა თქმა უნდა, იქნება ტრადიციული საახალწლო სუფრა: საცივი, გოზინაყი, შემწვარი გოჭი. იქნება ლამაზად მორთული ნაძვის ხე, გრილიანდები, ბაფთები. ვაპირებ შევიძინო წითელი სამოსი, რადგან წითელი მამლის წელი მოდის. ჩემთვის მთავარია, რომ ახალ წელს კარგი განწყობით შევხვდე. ახალი წელი ეს არის ახალი იმედები, გეგმები და სურვილები, რისთვისაც ამაღლებული განწყობაა საჭირო.

GINGERBREAD COOKIES

g1-(7)

ინგრედიენტები:

• ფქვილი – 1 კგ.
• გამდნარი კარაქი – 250 გრ.
• შაქარი – 330 გრ.
• თაფლი – 160 გრ.
• კვერხცი – 3 ც.
• გამაფხვიერებელი – 16 გრ.
• სიროფი – 250 გრ. (125 გრ. შაქარი +125 წყალი)
• დარიჩინი – 25 გრ.
• მიხაკი – 5 გრ.
• მუსკატი – 8 გრ.
• ანისის ვარსკვლავი – 8 გრ.
• კოჭა – 5 გრ.

მომზადების წესი: ყველაფერი ერთად მოვათავსოთ რობოტ მიქსერში და მოვზილოთ. შევდგათ 1 საათის განმავლობაში მაცივარში. გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ სასურველი ფორმები. შემდეგ ისევ, რამდენიმე წუთით, შევდგათ მაცივარში. გამოაცხვეთ ღუმელში 165-170 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com