ყატარის ავიახაზები იწყებს ახალ პირდაპირ რეისებს თბილისიდან დოჰას მიმართულებით

თავდაპირველად რეისები მხოლოდ ბაქოს გავლით სრულდებოდა, ახლა კი საგრძნობლად შემოკლებული ფრენის დროით ყატარის ავიახაზები თბილისიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს

 

2

თბილისი, საქართველო – ყატარის ავიახაზებმა მიმდინარე  კვირაში შეასრულა დამატებითი პირდაპირი რეისები დოჰადან თბილისის მიმართულებით, რითაც მგზავრებს მიეცათ საშუალება იმოგზაურონ სასურველი მიმართულებით საგრძნობლად შემცირებული საფრენი დროით.

2016 წლის 15 დეკემბრიდან ყატარის ავაიხაზები შეასრულებს დამატებით ოთხ პირდაპირ ავიარეისს თბილისიდან დოჰაში. პირდაპირი რეისები ემატება უკვე არსებულ ყოველდღიურ ავიარეისებს   ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც სრულლდება ბაქოს გავლით.

თბილისიდან დოჰას მიმართულებით ავიარეისი სრულდება აერობუსის ტიპის A320 ხოლამდით. მგზავრობას უკვე მხოლოდ სამი საათი და 10 წუთი სჭირდება, რაც საგრძნობლად ამცირებს ფრენის ხანგრძლივობას მგზავრის საბოლოო დანიშნულების ქალაქამდე. ეწვიეთ დოჰას, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას და მსოფლიოში აღიარებული ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დაუკავშირდით მსოფლიოს.

ყატარის ავაიხაზების აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნების რეგიონალურმა მენეჯერმა ბატონმა ნაზირ აბდუვახიდოვმა განაცხადა – „მოხარულნი ვართ თბილისიდან პირდაპირი რეისების დანიშვნით, რითაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უმოკლეს დროში დაუკავშირდნენ მსოფლიოს 150-ზე მეტ მიმართულებას. შემოკლებული ფრენის ხანგრძლივობა მომხიბვლელი იქნება არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ბიზნესმენებისთვისაც. ამავდროულად, არსებული ავიარეისებით,  ჩვენ ისევ ვთავაზობთ მგზავრებს ეფექტურ და სწრაფ კავშირს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.“

ყატარის ავაიხაზების აერობუსის ტიპის A320 ხოლამდზე ორი სამგზავრო კლასის კაბინაა; ბიზნეს კლასის 12 და ეკონომ კლასის 132 ადგილი აღჭურვილია ინდივიდუალური ეკრანებით და სთავაზობს ორივე კლასის მომხმარებელს უახლეს გასართობ სისტემას Oryx One, რომელშიც 3000-ზე მეტი სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამაა ჩატვირთული.

ყატარის ავიახაზების ბიზნეს კლასი მსოფლიოში განთქმულია თავისი კომფორტითა და მომსახურების უმაღლესი დონით. 2016 წლის Skytrax-ის მსოფლიო ავაიკომპანიების დაჯილდოვებაზე, ყატარის ავიახაზებს მიენიჭა საუკეთესო ბიზნეს კლასის და ახლო აღმოსავლეთში საუკეთესო ბიზნეს კლასის ლაუნჯის ჯილდოები.

ყატარის ავაიხაზები ავიაციის ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა, რომელიც ასრულლებს ავიარეისებს 150-ზე მეტი ბიზნეს თუ ტურისტული მიმართულებით. 2016 წელს ჩვენს გლობალურ ქსელს შეემატა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ადელაიდე (ავსტრალია), ატლანტა (აშშ), ბირმინგჰემი (დიდი ბრიტანეთი), ბოსტონი (აშშ), ერევანი (სომხეთი), ლოს ანჟელესი (აშშ), მარაკეში (მაროკო), პიზა (იტალია), რას ელ ხაიმა (არაბეთის გაერთიანებული საემიროები), სიდნეი (ავსტრალია), ვინდოკი (ნამიბია), კრაბი (ტაილანდი) და სეიშელის კუნძულები.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com