MUKHA’s blog

IMG_0877

პიცის ცომი

ინგრედიენტები:
• 600 გ. თეთრი ფქვილი
• 400 გ. წითელი დოლის ფქვილი
• 1 ს. კოვზი მარილი
• 3 გრ. საფუარი
• 4 ს. კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

ფქვილი, საფუარი და მარილი ავურიოთ ერთმანეთში, შუაში გავაკეთოთ ღრმული და დავამატოთ 650 ლ. წყალი და ზეითუნის ზეთი, კარგად მოვზილოთ, გავაკეთოთ ცომის გუნდა და შევინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, რომ აფუვდეს, 1 საათის შემდეგ ცომი მზად იქნება დასამუშავებლად და გამოსაცხობად.

Pizza  №1 

• ლეღვის ჯემი
• თხის ყველი
• რუკოლა ან წიწმატი
• წითელი წიწაკა

ცომს ვაბრტყელებთ ჩვენთვის სასურველ სისქეზე, მე ამ შემთხვევაშიც ზომიერებას შემოგთავაზებთ, რადგან
თვითონ ეს ცომი ძალიან გემრიელია, და ხრაკუნა. ორივე შემთხვევაში ინგრედიენტებს ვალაგებთ, გაბრტყელებულ ცომზე და 10 წუთით ვდგავთ ღუმელში. ეს არის და ეს…

Pizza  №2 

• ბადრიჯნის დიპი
• პომიდვრის ჩირი
• ყაბაყი
• პარმეზანი
• სურნელოვანი ბალახი

რაოდენობა არ არის განსაზღვრული, მაგრამ მე ვთვლი, რომ არ უნდა იყოს გადატვირთული.

IMG_0803

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com