სტუმრად ვიკა კალანდიასთან

fakir-(2)

საქმიანი ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ საოჯახო საქმეებს მარტივად, დროის მცირე მონაკვეთში გაუმკლავდნენ, ვინაიდან დრო მათთვის ყველაზე მეტად ფასობს. თუმცა ზოგიერთ მათგანს ყოველდღიური კულინარიული რუტინა მარტივად შეუძლია სიამოვნებადაც გადააქციოს. „კულინArt“-ის გუნდი სწორედ ასეთ მომხიბვლელ და საქმიან მსახიობს ‒ ვიკა კალანდიას ვესტუმრეთ. მისგან გავიგეთ რა ქმნის კომფორტს წარმატებული ადამიანების ცხოვრებაში და რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას, როდესაც საქმე საოჯახო საქმიანობას ეხება.

– ვიკა, პირველად როდის მოხვდით სამზარეულოში და რა იყო ის კერძი, რომელიც დამოუკიდებლად მოამზადეთ?

– მახსოვს, ჩემს დას ვაწყენინე და შერიგების მიზნით გადავწყვიტე მისი საყვარელი კერძი ‒ ბლინები გამეკეთებინა. გავედი სამზარეულოში და დავიწყე კეთება. ბლინებს ჩემი დის სახელის „სალო“-ს ფორმა მივეცი. რა თქმა უნდა, მაშინვე შემირიგდა. მას შემდეგ ბლინებს ყველაზე ხშირად ვაკეთებ.

– როგორ იწყება თქვენი დილა და რა არის თქვენი საყვარელი საუზმე?

– დილა ყოველთვის საქმიანი, დატვირთული დღის დასაწყისია, ამიტომ ვცდილობ უცბად და მარტივად მოვიმზადო საუზმე, რომელიც თურქული ყავით იწყება. როგორც იცით, ყავაში შემავალი კოფეინი ტვინში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს და უფრო მეტად შრომისუნარიანს გვხდის. ამიტომ ჩემი დიდი „სიყვარულია“ „ფაკირის“ ნალექიანი ყავის აპარატი, რომელიც ძალიან მარტივი მოსახმარია, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით უგემრიელესი ყავა მზად არის. ჩემი საუზმე ამ საყოფაცხოვრებო ნივთის გარეშე უკვე წარმოუდგენლად მიმაჩნია. მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ვაფასებ თანამედროვე ტექნიკას, რომელიც საოცრად მიმარტივებს საოჯახო საქმეებს. მისი საშუალებით ძალიან უცბად ვამზადებ ყველაფერს.

– ვიკა, რას ამზადებთ ყველაზე ხშირად და მოკლე დროში?

– ყველაზე ხშირად „ფრის“ და მოხარშულ ან შემწვარ კვერცხს ვამზდებ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან ყველაზე ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. ვცდილობ დილით სახლიდან ისე არ გავიდე, რომ არ ვისაუზმო. ჯანსაღი საკვების მომზადებაში ყველაზე სწრაფად და მარტივად „ფაკირის“ ტექნიკა მეხმარება.

– რომელია ის კერძი, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვართ?

– მიყვარს ყველანაირი სალათა და კეთებაც ვიცი. ექსპრომტად ვიგონებ ხოლმე, რა პროდუქტიც სახლში მომეპოვება იმის მიხედვით. უნდა გამოვტყდე, ყოველთვის უცხო და თან გემრიელი გამომდის. სალათების
მოსამზადებლად „ფაკირის“ გრილის აპარატს ვიყენებ, რომელიც ბოსტნეულს სასარგებლო თვისებებს და განსაკუთრებულ გემოს უნარჩუნებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო დროს თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კულინარია კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდა.

– თუ გაქვთ გამორჩეული რეცეპტი, რომელსაც მხოლოდ ჩვენს მკითხველს გაუმხელთ?

– მიყვარს ჭვიშტარი, ჩემს სამეგობროში რატომღაც მხოლოდ მე გამომდის ყველაზე გემრიელი. ბევრი მეკითხება
ხოლმე რეცეპტს, მაგრამ აქამდე არავისთვის მითქვამს, თქვენ კი გაგიმხელთ:
ძირითადად გულის ფორმის ჭვიშტარს ვაკეთებ. ჩვეულებრივ, ცომის მოზელვის დროს ვამატებ რძეს ან არაჟანს, ან თუ რძეს და არაჟანს არ ვუკეთებ, მაშინ ბორჯომს. ყველსაც შიგნით ვურევ და ბოლოს ცოცხალ პიტნასა და ბაზილიკს ვუმატებ.

– ვიკა, ყველაზე ხშირად სამზარეულოში რომელ საყოფაცხოვრებო ტექნიკას იყენებთ?

– „ფაკირის“ ტოსტერს, რომელსაც ასევე გრილის ფუნქციაც აქვს და ძალიან კომფორტულია დილით, საუზმეზე,
სენდვიჩის მოსამზადებლად. ხშირად ვიყენებ, როგორც სალათების, ისე თევზის მზადების დროს, ამიტომ ყველაზე მეტად, ალბათ უფრო ამ კონკრეტული ტექნიკის მომხმარებელი ვარ. შეიძლება გაგიკვირდეთ და ასევე
საკმაოდ ხშირად, კერძების მომზადების წინ, ვიყენებ სასწორს. ახლახანს შევიძინე „ფაკირის“ წითელი ფერის სასწორი, რომელიც ძალიან მომწონს. იმ შემთხვევაში თუ კერძს რეცეპტის მიხედვით ვამზადებ, სასწორი
ჩემი საუკეთესო მეგობარია, რადგან ინგრედიენტებს არა თვალით, არამედ ზუსტი რაოდენობით ვსაზღვრავ საჭმლისთვის. ვფიქრობ, რომ რეცეპტის მიხედვით მომზადებული ნებისმიერი კერძი უფრო გემრიელი გამოდის. ასევე კალორიების დასათვლელადაც იდეალური საშუალებაა.

– რას ურჩევდით ქალბატონებს?

– ვურჩევ, შეძლებისდაგვარად, გაიმარტივონ ცხოვრება, თანამედროვე ტექნიკის საშუალებით დაზოგონ დრო
საოჯახო საქმიანობაზე და მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს. ყველა ქალბატონი განსაკუთრებული სილამაზის მატარებელია, რომლის შენარჩუნებას და წარმოჩენასაც ხელშეწყობა სჭირდება. დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს.

fakir-(1)

fakir-(3)

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com