Foodtourist

NNN_5587

თითქოს სტანდარტია ‒ ემიგრაციაში წასულ ადამიანს აუცილებლად ხინკალი და მწვადი უნდა ენატრებოდეს. საცივი მაინც. უკანასკნელ შემთხვევაში ‒ ლობიო.

მერაბ ნინიძე ‒ სხვა შემთხვევაა.

მსახიობის 25 წლიან ემიგრაციაში ყველაფერი მოხდა ‒ კულინარიული სენტიმენტების გარდა.

1. დედის მიერ მომზადებულმა ქართულმა კერძებმა
მონატრება გააქრო,

2. საკუთარმა კულინარიულმა ექსპერიმენტებმა ‒ გამოცდილება მოიტანა,

3. ხასიათმა კი ყველაფერი გაამარტივა.

პრინციპი ერთია: კვება უნდა იყოს იოლი, სწრაფი და გემრიელი.

ვენაში, მის სახლს არც ბაჟე და მჭადი დაკლებია და არც ისეთი სანელებლები, როგორიცაა ‒ გოგრის ზეთი, კაპერნე და ავოკადო ‒ სალათებისთვის.

რამდენიმე საიდუმლო ჩანართი:

1. მსახიობის სამზარეულოში სულ იპოვით მწვანე და შავ ჩაის

2. დიდი ზომის ჭიქებს ‒ მეტი წყლის დასალევად

3. მაკარონს ‒ მისი შვილის, მახარეს „საფირმო სპაგეტისთვის“

4. ტოსტის პურს ‒ სწრაფი საუზმისთვის, ან უგემრიელესი თევზის სენდვიჩისთვის.

5. მაცივარში კვერცხს ‒ ომლეტისთვის. ხშირ შემთხვევაში ლორთან ერთად.

ჰო, ჩაის სმის რიტუალი, აუცილებლად ფაიფურის ჩაიდნით იწყება და უსასრულობამდე გრძელდება. განსაკუთრებით მაშინ თუ ღამეა და ვენის გარეუბნის მდუმარებას ხელს არაფერი უშლის.

მერაბ ნინიძე: რესტორნებში სიარული ჩემი სტილი არაა. მე სსრკ-ში გაზრდილი თაობა ვარ, ჩემი და ჩემი მეგობრების გარემოს ან კაფე ქმნიდა, ან უბრალოდ შინაურული შეკრებები. ამიტომ რესტორნებში ძირითადად სხვას დავყავარ.

ჩემი სტილი ბისტროა. ხარისხიანი ბისტრო ‒ სადაც ჯანსაღ საკვებს სწრაფად და გემრიელად ამზადებენ.
ადრე „მეგრელებთან“ დავდიოდი, თბილისში ჩამოსულს თითოჯერ მაინც მომიწევდა ხოლმე მისვლა. მაგრამ ახლა "Mister Cook"-მა მიმიჩვია და სხვა ადგილებს აღარც ვეძებ. თანაც ამ ორი ობიექტის შედარება არც შეიძლება ‒ მათი არჩევანი გალაქტიკებივით განსხვავდება ერთმანეთისგან.

რამდენიმე მუდმივი ადგილი ახალგაზრდობაშიც მქონდა ‒ „ნარგიზი“, „ჩხირები“ და სასტუმრო „ინტურისტის“ რესტორანი (სადაც ახლა „მერიოტია“).

სამწუხაროდ, იმ დროიდან გამოყოლილ განსაკუთრებულ გემოს ვერ გავიხსენებ ‒ გურმანი არ ვარ. არც დეგუსტატორი. გლეხურად მირჩევნია ‒ ლობიო, მჭადი და ცოტა მწნილი.

1_grey

Tips Vienna 

1.ვენაში რამდენიმე საყვარელი ადგილი მაქვს. სადაც წლების განმავლობაში ერთგულად დავდივარ.  ჩემს სახლთან ახლოსაა ჩინური რესტორანი, რომელიც ჩვენ კვებაზეა პასუხისმგებელი. ესაა ადგილი, რომელშიც ოჯახის წევრებივით გვივლიან. აქვეა ჩინური შნაპსი და ტრადიციული სადღეგრძელო ‒ მის გარეშეც "Mauer"-დან არ გამოვდივართ. 

ვენა, მაუერის უბანი,  Endresstrasse #77 

2.მეორე ადგილი ძირითადად სტუმრის მისაყვანად გამოდგება. თუ გინდათ რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, "Gasthaus Pöschl früher Immervoll"-ში უნდა მიიყვანოთ და იქაური შნიცელი ან "Cordon Bleu" უნდა გაასინჯოთ. 

ვენა, ქალაქის ცენტრში,  Weihburggasse #17 

Tips Tbilisi 

„ქეთო და კოტე“ 

თბილისში, ბოლო ჩამოსვლაზე აღმოვაჩინე რესტორანი „ქეთო და კოტე“ ‒ სამჯერ მომიწია მისვლა. გარემო და ინტერიერი ძალიან კარგია, მაგრამ როგორც ყველა კარგ რესტორანში, აქაც დაუსრულებელი ლოდინი უწევს კლიენტს. 

რაც არ უნდა გემრიელი იყოს საჭმელი, ჩვენი ცხოვრების რეჟიმში ლოდინის დრო ყოველთვის არ არის, ამიტომ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ სწრაფი კვების ობიექტი საუკეთესო გამოსავალია. 

Mr. Cook

ყველაზე ხშირად დავდივარ "Mister Cook"-ში. ბევრი მიზეზის გამო. რაც ყველაზე მთავარია ‒ ჩემს სახლთან ახლოსაა, ჩემი კორპუსის პირველ სართულზე. მხოლოდ 7 სართული და ლიფტი მაშორებს მასთან. ყოველთვის გემრიელი საჭმელია, ახლად დამზადებული, საოჯახო სამზარეულო, მზარეულები და გუნდიც კარგი ჰყავს ‒ კეთილგანწყობილები. ეს მათ მუშაობასაც ეტყობა ‒ ყოველთვის სავსეა, განსაკუთრებით, შესვენების საათებში. 

IMG_0028

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com