FOODასოციაცია

DSCF7945

ალექსანდრე ჩიღვინაძე – „ნაკბენი კარალიოკზე“

კულინარია არის… ‒ ყველაზე ახლოს კულინარიასთან ჩემთვის ფრანგი ფუტურისტის ერთგვარი კულინარიული მანიფესტი ასოცირდება, სადაც ამბობს, რომ იდეალური ვახშამი მოითხოვს კერძების აბსოლუტურ ორიგინალობას და სამზარეულო უნდა დაუახლოვდეს ლაბორატორიას. საუკუნის დასწაყისში, შეიძლება ითქვას, რომ ის წინასწარმეტყველებს მოლეკულური სამზარეულოს გაჩენას და ამბობს, თუ როგორ უნდა გარდავქმნათ ეს სივრცე, მაგალითად, რომ უნდა ავკრძალოთ მაგიდასთან პოლიტიკაზე საუბარი. შეიძლება საიდუმლო ინგრედიენტი ‒ პოეზია და მუსიკა იყოს… მეტი არაფერი. კუჭი, როგორც მოგეხსენებათ არის სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი საშუალება და ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, როგორც სხვა ყველაფერი, ესეც გაყინულია, უძრავია. რესტორნებში მენიუ მე მგონი, საბჭოთა კავშირის მერე, არ შეცვლილა, სულ გვხვდება 30 კერძი და რატომ არ მოგვწყინდა ერთი და იგივეს ჭამა, ცოტა უცნაურია, თან მაშინ როცა მილიონი კერძი არსებობს სამყაროში.

კერძი, რომელიც შენია... ‒ ესეთი არ მაქვს, განსაკუთრებულად რომ მიყვარს და ჩემი რომ შეიძლება დავარქვა. ძალიან მიყვარს თევზი, სოკო, პრინციპში ყველაფერი, რაც გაბედულად არის მომზადებული.

საზაფხულო კერძი, ეს არის... ‒ მსუბუქ კერძებს ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს სალათების სხვადასხვა ვარიაცია: ხილით, ჩირით, კაკლით, თხილით ანუ რაც სახლში გაქვს, იმით შეიძლება ძალიან გემრიელი სალათი გააკეთო. ეკლექტური სამზარეულო მირჩევნია, ანუ როცა მოულოდნელი გემოები ხვდება ერთმანეთს. თბილისში, რთულია სადმე გემრიელად მიირთვა. ბოლოს მომეწონა ერთ-ერთი რესტორანი, სადაც ყოველ სეზონზე ახალ-ახალი მენიუ აქვთ. მე, მაგალითად, აჭარული სამზარეულო დავაგემოვნე, მანამდე კი თუშური კერძები ჰქონიათ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა მენიუს ცვლა და ყოველ მისვლაზე განსხვავებული კერძის გასინჯვა.
– ალექს, მოდი დავიწყოთ ასოციაციობანა!
– მოდი… ანუ რაც პირველი მოგივა თავში ის უნდა ვთქვა, ჰო???
– ჰო, რასაც პირველად გაიფიქრებ! აი მაგალითად, კარალიოკი!

Culinart_N13_PRINT_Page_091

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com