მერიკოს ბლოგი

DSC_63041

იტალიური ზაფხული (პომიდვრის სალათი)

• 500 გრ. სხვადასხვა ზომის ფერადი პომიდორი
• 200 გრ. მოცარელა
• 10 გრ. რეჰანი
• 10 გრ. ბაზილიკი

სოუსი
• 2 ს.კ ლიმონის წვენი
• 2 ს.კ ყურძნის ძმარი
• 1 ჩ.კ ყავისფერი შაქარი
• 150 მლ. ზეითუნის ზეთი
• 30 გრ. ბაზილიკი
• მარილი
• პილპილი

დავჭრათ პომიდორი მრგვალ ნაჭრებად, მივუწყოთ სასურველ ნაჭრებად დაჭრილი ყველი, მოვავაყაროთ რეჰანის და ბაზილიკის ფოთლები. ჩამოთვლილი სოუსის ინგრედიენტები ერთად დავაბლენდეროთ და მოვასხათ სალათს.

პასტა ნიყვით

• 200 გრ. ნიყვი
• 250 გრ. პასტა
• 50 გრ. ნაღები
• 50 გრ. კარაქი
• 20 მლ. ლაიმის წვენი
• 10 გრ. ნედლი ქონდარი
• 5 გრ. მწვანე ხახვი
• მარილი
• პილპილი

მოვხარშოთ პასტა ალ დენტე. ცოტა ნახარში შევინახოთ სოუსის გასათხელებლად. სოკო დავჭრათ და შევბრაწოთ კარაქში. დავუმატოთ ნაღები, შევურიოთ მოხარშული პასტა, გავათხელოთ სოუსი ნახარშით,
მოვასხათ ლაიმის წვენი, მარილი, პილპილი, მოვაყაროთ დაჭრილი ქონდარი.

კამპარი ორანჯი კოქტეილი

• 60 მლ. კამპარი
• 120 მლ. ფორთოხლის წვენი
• 200 მლ. გაზიანი წყალი
• ყინული
• ფორთოხლის ნაჭრები

შეიკერში მოვათავსოთ კამპარი, ფორთოხლის წვენი, ყინული და ერთად ავანჯღრიოთ. გადმოვიტანოთ ჭიქაში, დავუმატოთ გაზიანი წყალი, დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები

პროშუტოს და ნესვის ტანდემი

• 100 გრ. პროშუტო (თხლად დაჭრილი)
• 200 გრ. ნესვი (ჩხირებად დაჭრილი)
• 100 გრ. (თხლად დაჭრილი) ყველი ბრი
• 2-3 ღერი პიტნა

პროშუტოს თხელ ნაჭერზე დავდოთ ყველი, პიტნის ფოთლები, ნესვის ჩხირები და გადავახვიოთ.

DSC_6256

ფოტო: ანა ყაჭეიშვილი, თამარ ზარქუა

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com