დადუნას ბლოგი

da

ყველაფერი, რაც გემრიელია ასუქებს და რაც უგემურია ის ახდუნებსო… ასე მეგონა მეც, მაგრამ ვცდებოდი.

სულაც არ არის აუცილებელი მთელი ზაფხული ვიკვებოთ კიტრით, იმისთვის რომ სასურველ წონას არ ავცდეთ. დიახ, გახდომა და კარგ ფორმაში ყოფნა გემრიელი საჭმელებითაც შეიძლება.

თან, ის სალათები, რომლებიც ამ ნომრისთვის მოვამზადე, საერთოდ არ გვანან დიეტურ სალათებს და თქვენც თამამად შეგიძლიათ სტუმრებთან თქვათ, რომ ეს ყველაფერი დიეტისთვის კი არა, უბრალოდ იმიტომ მოამზადეთ, რომ ზაფხულს უხდება☺

თინუსის ფორთოხლის სალათი

IMG_2015

ინგრედიენტები:
თინუსის კონსერვი (თავისივე სოუსში)
ფორთოხალი
კიტრი
მოხარშული კარტოფილი
ლიმონი
თეთრი ბალზამიკოს სოუსი
მაწონი
ნიორი
სალათის ფურცლები
დიჟონური მდოგვი

ბოსტნეულის სათლელი დანით დავჭრათ კიტრი და დავალაგოთ თეფშზე, ირგვლივ შემოვუწყოთ სალათის ფურცლები. დანარჩენი ინგრედიენტები: კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და ფორთოხალი, თინუსი, დაკეპილი ნიორი, მაწონი, მდოგვი – ავურიოთ ერთმანეთში, მარილი გემოვნებით. თეფშზე გადატანის შემდეგ მოვასხათ თეთრი ბალზამიკოს სოუსი, ლიმონის წვენი. მოვახეხოთ ფორთოხლის ცედრა და რა თქმა უნდა, მიირთვით გემრიელად.☺

ბოსტნეულის მსუბუქი სალათი

IMG_1976

ინგრედიენტები:
კომბოსტო
სტაფილო
კიტრი
ვაშლი
ხახვი
შაშკვლავი
ზეითუნის ზეთი
მაწონი
მარილი

კულინარტის მკითხველი კარგად იცნობს თენგო ეთერიას, ის ჩემი მეგობარია და სწორედ მან მასწავლა ეს სალათი. ამ ნომერში კი მე თქვენ გასწავლით მის მომზადებას. ძალიან წვრილად დავჭრათ კომბოსტო. სტაფილო – ჩხირებად. კიტრი – როგორც მოგწონთ ისე. ხახვი – თხლად და ვაშლი – ფირფიტებად. დავაბლენდეროთ შაშკვლავი ზეითუნის ზეთთან ერთად და ავურიოთ მაწონში. მარილი გემოვნებით. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მიირთვით და დარწმუნდებით, რომ მართლაც, ძალიან გემრიელია და თან დიეტური.

IMG_2032

აქ კი რეცეპტი საჭირო არაა! ეს იდეა შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა სალათების ან რამე კერძის დროს დაგრჩებათ ბევრი დაჭრილი ბოსტნეული და ხილი! ამით სუფრას გაალამაზებთ და ბავშვებიც ხალისიანად მიირთმევენ სასარგებლო და ჯანსაღ პროდუქტს!

ფერადი სალათი ატმით

IMG_1987

ინგრედიენტები:
ატამი (სასურველია იყოს ყვითელი სახლეჩი)
ყველი ბრინზა
ყველი ჩედარი
წითელი ხახვი
სალათის ფურცლები
მწვანე ხახვი
ყვითელი სოუსი

ეს ერთი შეხედვით ერთმანეთთან შეუთავსებელი ინგრედიენტები, ერთად სასწაულ გემოს გვაძლევს, მოამზადეთ და ამაში თქვენც დარწმუნდებით. თანაც დამიჯერეთ, რომ ეს სალათი ყველას გააოცებს თავისი
სილამაზით. რაოდენობას აქაც არ ვწერ, ის თქვენით უნდა დააბალანსოთ. უბრალოდ გეტყვით, რომ მეტი ეფექტისთვის ატამი ისე დაჭერით, როგორც ფოტოზეა. ყველი ჩედარი – სიგრძეზე. ხოლო სალათის ფურცლები,
ყველი ბრინზა, მწვანე და წითელი ხახვი კი თქვენი სურვილისამებრ. ყვითელი სოუსისთვის დავაბლენდერე ხაჭო და მაწონი, ცოტა მარილი და დავუმატე კუმინი (კუმინი უფრო ფერისთვის გამოვიყენე, ვიდრე გემოსთვის). მოაყარეთ ნიგოზი, ნუში, ან პეკანი, ან სულაც ცალკე იქონიეთ თეფშზე და ისე შესთავაზეთ სტუმრებს და ოჯახის წევრებს.

ცივი საზამთროს სალათი

IMG_2004

ინგრედიენტები:
საზამთრო
ყველი ბრინზა
კოწახური
ქოქოსის ფანტელი
ბალზამიკო
პიტნა

ამ ორიგინალური სალათის მომზადება იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საზამთროს წრიულად მოაჭერით დაახლოებით 4 სმ-ის სისქის ნაჭერი (როგორც ფოტოზეა), დანარჩენი ინგრედიენტები ზედ მოაყარეთ. დაჭერით პიცასავით და გემრიელად მიირთვით.
რა თქმა უნდა, ეს ჩემებური ვერსიაა, თქვენ შეგიძლიათ რამე ინგრედიენტი მოაკლოთ ან დაამატოთ, თუმცა თუ მენდობით, ამ სალათში არაფრის შეცვლა არ უნდა.

გამომცხვარი ჩერის სალათი

IMG_1936

ინგრედიენტები:
პომიდორი „ჩერი“
ფინიკის ჩირი
ყველი პარმეზანი
სალათის ფურცლები
ნიორი
მშრალი აჯიკა
ზეითუნის ზეთი
გამხმარი როზმარინი
მარილი

პომიდორი „ჩერი“ გავჭრათ შუაზე, შევაზავოთ დაკეპილი ნივრით, მშრალი აჯიკით (თუ ცხარე არ გიყვართ,
შეგიძლიათ შეცვალოთ სხვა ნებისმიერი სუნელით), ზეთით და კარგად ავურიოთ. დავალაგოთ საცხობ ფორმაზე (გაჭრილი მხარე ზემოთ). მოვაყაროთ გამხმარი როზმარინი და ვაცხოთ დაბალ ტემპერატურაზე 3-4
საათი.
ეს პომიდორი ამ სალათის ძირითადი ინგრედიენტია. ფოტოზე ჩანს კიდეც, როგორც გამოიყურება. სალათებისთვის ზუსტი რაოდენობის და დოზების დაწერა ძნელია. ეს თქვენი გემოვნებით უნდა გააკეთოთ.
ფინიკს კურკა გამოაცალეთ და დაჭერით, სალათის ფურცლები დახიეთ (არ დაჭრათ) და ყველი პარმეზანი, რა თქმა უნდა, მოახეხეთ.

ჭარხლის სალათი

IMG_1957

ინგრედიენტები:
მოხარშული ჭარხალი
ყველი ბრინზა
მდოგვი
ტარხუნა
ზეითუნის ზეთი
ხაჭოს დრესინგი
(სოუსი)

მოხარშული ჭარხალი, ბრინზა დავჭრათ ფირფიტებად და ავაწყოთ თეფშზე. დაბლენდერებულ ხაჭოს და მდოგვს მოვაყაროთ მარილი, ავურიოთ და მოვასხათ აწყობილ ინგრედიენტებს.ასევე დავაბლენდეროთ
ზეითუნის ზეთი და ტარხუნა(მარილი აქაც გემოვნებით) და დრესინგიც მზადაა.
ეს სალათიც დაბალკალორიულია და რაც მთავარია, ძალიან უცხო გემო აქვს.

ფოტო: ანა ბოკო

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com