NEW COMERS

DSC_4477

გიორგი ხარატიშვილი  – 22 წლის

კულინარიით ბავშობიდანაა გატაცებული. ამბობს, რომ მის ცოდნას საკმაოდ მაღალანაზღაურებად სფეროში იყენებს. კომპანია „შატო მუხრანში“ მუშაობს, სადაც კომპანიის სომელიე და ამავდროულად ღვინის ბარის მენეჯერია. სკოლა „ოლიმპის“ დამთავრების შემდეგ, საქართველოს კულინარიის აკადემიაში განაგრძო სწავლა მზარეულის პროგრამაზე. ამჟამად, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. გავლილი აქვს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის სომელიეს კურსები. სამსახურის გარდა, კვების ობიექტების გახსნის მსურველებს მენიუს შედგენასა და სამზარეულოს აწყობაში უწევს კონსულტაციას. ასევე, დაინტერესებულია და ახორციელებს ღვინისა და კვების სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების შედგენასა და წარმართვას. არის გურმანი, განსაკუთრებულად უყვარს ფრანგული სამზარეულო.

იხვის მკერდი ალუბლის სოუსით

DSC_4531

ვამზადებთ ალუბლის სოუსს: გაყინულ კურკაგამოცლილ ალუბალს ვთუშავთ ქვაბში, ვამატებთ თაფლს, ნიორს (1 კბილს), სოიოს სოუს, შავ პილპილს. ვხარშავთ მასას 5-10 წუთის მანძილზე, პერიოდულად ვურევთ. შემდგომ „ვაბლენდერებთ“ და მიღებულ მასას წვრილ ნახვრეტებიან ცხაურში ვფილტრავთ.

იხვის მკერდს ვრეცხავთ მარილისაგან და ვამშრალებთ. ვაყრით შავ პილპილს და კარგად გახურებულ ტაფაზე ზეითუნის ზეთის დამატებით ვწვათ, ჯერ კანის მხრიდან სანამ არ წარმოიქმნება ხრაშუნა ზედაპირი, შემდეგ მეორე მხრიდან. როდესაც იხვის შიდა ტემპერატურა მიაღწევს 65º გრადუსს იხვი მზადაა. აუცილებელია, იხვი შეწვის შემდეგ დავასვენოთ რათა მასში მყოფი წვენი გადანაწილდეს სწორად. 

შევკმაზოთ რუკოლა ბალზამიკოს, ზეითუნის ზეთის, მარილის, პილპილისა და ლაიმის დრესინგით.

გავაცხელოთ ოსპი და შევაზავოთ კარაქით, მარილით, პილპილითა და ცოტაოდენი ნივრით.

დავჭრათ იხვი, განვათავსოთ თეფშზე, დავუდოთ შეზავებული ოსპი, რუკოლა და მოვასხათ იხვს ალუბლის სოუსი.

ინგრედიენტები:
• იხვის მკერდი – 350 გრ.
• ალუბალი – 150 გრ.
• ოსპი – 70 გრ.
• რუკოლა – 50 გრ.
• თაფლი 20 გრ.
• სოიოს სოუსი – 10 მლ.
• ლიმონი – 1 ცალი
• ლაიმი – 1 ცალი
• ნიორი – 2 კბილი
• კარაქი – 50 გრ.
• მარილი – 200 გრ.
• შავი პილპილი – 5 გრ.
• ბალზამიკოს რედაქშენი – 10 მლ.
• ზეითუნის ზეთი – 20 მლ.

მომზადების წესი:
პირველ რიგში იხვის მკერდს ვფარავთ მარილით და ვტოვებთ მინიმუმ 30 წუთით, ოთახის ტემპერატურაზე. ამ
დროის განმავლობაში ვამზადებთ ოსპს. ვხარშავთ წყალში პროპორციით ½-25 წუთის განმავლობაში.

ფოტო: ირა კურმაევა

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com