„Pakora“ ისპანახით და ხახვით

8_issue_culinArt60

8_issue_culinArt63

• ბარდის ფქვილი – 250 გრ.
• ხორბლის ფქვილი – 200 გრ.
• გახეხილი კარტოფილი – 1 დიდი ფინჯანი
• დაჭრილი მწვანე ხახვი – 1 დიდი ფინჯანი
• დაჭრილი ისპანახი – 1 დიდი ფინჯანი
• ნიორი – 4 დიდი კბილი (დაჭრილი)
• ქარის სუნელი – 1 ს/კ
• ძირა – ½ ს/კ
• მარილი – ½ ს/კ
• შავი წიწაკა – 1 ჩ/კ
• სოდა – 1 ს/კ
• წყალი – 300 მლ.
• მზესუმზირის ზეთი – 1 ლ.

მომზადების წესი:
დიდ თასში მოათავსეთ ყველა იგნრედიენტი ერთად და კარგად აურიეთ ხელით. მიღებული მასა უნდა იყო რბილი და წებოვანი. თუ მშრალი გამოგივიდათ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.
ჩაასხით მზესუმზირის ზეთი დიდ ქვაბში და მოათავსეთ გაზქურაზე. დაელოდეთ, რომ ზეთი კარგად გაცხელდეს. შემდეგ სუფრის კოვზით ამოიღეთ პატარა ზომის ცომის გუნდები თასიდან და ფრთხილად ჩაუშვით გაცხელებულ ზეთში, როდესაც გუნდა ოქროსფერს მიიღებს, ამოიღეთ ქვაბიდან და გადაიტანეთ ლანგარზე. მოამზადეთ პომიდვრის საწებელი წითელი წიწაკით და ნივრით. მიირთვით „Pakora“-სთან ერთად.

By: Farina

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com