ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

7_issue_culinart38

ინგრედიენტები:
კვერცხი – 3 ც.
ხორბლის ფქვილი – დაახლოებით 3 ჭიქა ან ცოტა მეტი
შაქარი – 3 ჩაის ჭიქა
მაწონი (ან რძე) – 100 გრ
კარაქი – 100 გრ
სტაფილო – 3 ცალი, პატარა
ტარხუნა – 1 კონა (მსხვილი ღერების გარეშე).
ფორთოხლის ცუკატები – 2 სუფრის კოვზი
ვანილი, მწიკვი მარილი
გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ (ან ამდენივე სოდა ძმრით)

თასზე გაადნეთ კარაქი, თბილშივე შეურიეთ შაქარი, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი მიქსერით ან ხელის სათქვეფით. დაუმატეთ მწიკვი მარილი, მაწონი, ვანილი, ფორთოხლის ცუკატები. შემდეგ ნაზად
შეურიეთ მსხვილ სახეხზე დახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ტარხუნა (ტარხუნის უხეში ღერები გადაყარეთ, მხოლოდ რბილი და ფოთლოვანი ნაწილი გამოიყენეთ). ბოლოს დაამატეთ გამაფხვიერებელი, ან სოდა ძმრით და ნაზი მორევით შეურიეთ ახალგაცრილი ხორბლის ფქვილი. გაითვალისწინეთ, რომ მიღებული ცომი უნდა იყოს არაჟანზე ოდნავ სქელი, ამიტომ ფქვილის რაოდენობა შეგიძლიათ თავად დააკორექტიროთ.
ცომი გადაიტანეთ სასურველ ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში, 200 გრადუსზე. 30 წუთის მერე გასინჯეთ ჩხირით, თუ გულიდან ჩხირი მშრალი ამოვიდა, ესე იგი კექსი მზადაა. მიირთვით ჩაისთან ერთად.

რჩევა: მზა კექსი რომ არ გამოგიშრეთ, ცხელივე გაახვიეთ ჩაის ტილოში, გარედან კი საკონდიტრო ან ჩვეულებრივი ცელოფანი შემოახვიეთ და ისე გააგრილეთ. ეს მეთოდი თქვენს კექსს არომატთან ერთად, სინოტივეს და სირბილეს შეუნარჩუნებს

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com