ხორცის ბურთულები მაწვნის ცივი სოუსით

8_issue_culinArt52

ფარში:
* გატარებული ხორცი
(ნაკლებადცხიმიანი) – 800 გრ.
* კვერცხი – 1 ც.
* ქინძი – 1 პატარა კონა
* რეჰანი – 3 ტოტი (უხეში ღერების გარეშე)
* მწვანე ხახვი – 3 ც.
* ნიორი – 1 კბილი
* მწარე წითელი წიწაკა, დაფქული – ½ ჩაის კოვზი
* მუსკატის კაკალი – ½ ჩაის კოვზი
* შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით

სოუსი:
* მაწონი – 400 გრ.
* კიტრი – 1 ც.
* კამა – 3 ღერი
* მარილი

გატარებულ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მწვანე ხახვი და რეჰანი, 1 მთლიანი კვერცხი,  სუნელები, მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად შეურიეთ ერთმანეთში. ღუმელი გააცხელეთ 250 გრადუსზე, საცხობ დაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ ხორცის პატარა გუნდები და გარედან მოაფრქვიეთ პურის ფქვილი. გამოაცხვეთ 15-20 წუთი, სანამ გარედან არ მოიბრაწება (ცხობის დრო დამოკიდებულია ბურთების ზომაზე). სანამ ბურთულები გამოცხვება, მოამზადეთ მაწვნის სოუსი: ცივ მაწონს შეურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრი და კამა. მიირთვით ცხლად.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com