შებრაწული ქათმის ფილე კინოას გარნირით

7_issue_culinart57

ინგრედიენტები:
500 გრ ქათმის ფილე
250 გრ დაჭრილი თხილეულის
ნაზავი (ნუში, მიწისთხილი, თხილი)
3 კვერცხის ცილა
4-5 ღერი ქონდარი
მარილი
პილპილი
კინოას გარნირი
200 გრ მოხარშული კინოა
4 კბილი ნიორი
100 გრ ქიშმიში
50 გრ მოხალული ფიჭვის თესლი
1 ლიმნის წვენი
100 გრ ზეითუნის ზეთი
5 ღერი დაჭრილი ოხრახუში
მარილი, პილპილი გემოვნებით

ქათმის ფილე გავრეცხოთ და გავაშროთ ხელსახოცით. ცალ-ცალკე ჯამში მოვათავსოთ კვერცხის ათქვეფილი
ცილა და დაჭრილი თხილის მიქსი. თხილის მიქსს დავუმატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ქონდარი.
ამოვავლოთ ქათმის ფილე კვერცხის ცილაში, შემდეგ თხილის მიქსში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე
25-35 წუთი. დრო დამოკიდებულია ქათმის ფილეს სისქეზე.
მოვხარშოთ კინოა. გავახუროთ ტაფა და მოვწვათ ნიორი. ერთად ავურიოთ კინოა, ნიორი, ქიშმიში, ფიჭვის
თესლი, ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი.
მივირთვათ შემწვარ ქათამთან ერთად.

By: მერიკო გუბელაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com