შავი შოკოლადის ტორტი ხილით

7_issue_culinart76

• შავი შოკოლადის ბისკვიტი:
• კარაქი – 175 გრ.
• შაქარი – 175 გრ.
• თაფლი – 25 გრ.
• დამდნარი შავი შოკოლადი – 25 გრ.
• კვერცხი – 4ც.
• ფქვილი – 150 გრ.
• კაკაო – 25 გრ.
• საცხობი ფხვნილი – 8.75 გრ.
• ნუშის ფხვნილი – 25 გრ.

მომზადების წესი:
ჯამში ავთქვიფოთ კარაქი, შაქარი, თაფლი და შოკოლადი, ფაფუკი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაუმატოთ კვერცხი და კარგად აურიოთ.
მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიოთ და ნელ-ნელა დავამატოთ კარაქისა და კვერცხის მასას.
მასა ჩავასხათ 20 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ცხიმ წასმულ ფორმაში და 170 გრადუსზე ვაცხოთ 30-35 წუთი.
გამოვაცხოთ, გავაგრილოთ ცოტა ხანი ფორმაშივე, შემდეგ გადმოვიღოთ ცხაურზე და მინიმუმ 2 საათი დავტოვოთ გასაგრილებლად.
უსწორმასწორო ზედაპირი მოვაჭრათ და ძირის მხრიდან ავაწყოთ.

შავი შოკოლადის მუსი:
ინგრედიენტები:

• ნაღები 35 % – 75 გრ.
• შავი შოკოლადი – 75 გრ.
• ნაღები 35 % – 350 გრ.
• ვანილი – 1 გრ.

მომზადების წესი:
75 გრ. ნაღები ავადუღოთ ვანილთან ერთად, დავასხათ შოკოლადს და ავურიოთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გავაგრილოთ. ავთქვიფოთ დარჩენილი ნაღები 2/3 ით, შევურიოთ გაციებული შოკოლადის მასა და კარგად ავთქვიფოთ ნაღები ბოლომდე. გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და 30 წუთი მაცივარში გავაციოთ.

კარამელიზირებული თხილი:
ინგრედიენტები:

• მოხალული გარჩეული თხილი – 50 გრ.
• შაქარი – 50 გრ.

მომზადების წესი:
შაქრით კავაკეთოთ მშრალი კარამელი, ჩაუმატოთ თხილი და აურიოთ. გადმოვიტანოთ სილიკონზე და დავაცადოთ გაციება. მასის ნახევარი წვრილად დავჭრათ, ნახევარიც მსუბუქად ხელით დავამტვრიოთ.

ფორთოხლის კონფიტიური:
ინგრედიენტები:

• ფორთოხალი – 1ც.
• შაქარი – 150 გრ.
• წყალი – 150 მლ.

მომზადების წესი:
ფორთოხალი დავჭრათ 2 მილიმეტრის სისქეზე და წყლისა და შაქრის სიროფში დაბალ ტემპერატურაზე ვხარშოთ 30 წუთი. ამოვიღოთ სიროფიდან და გავაცივოთ. დაგვჭირდება სულ რამდენიმე ნაჭერი. თითო ნაჭერი დავჭრათ პატარა სამკუთხედებად.

• მარწყვი – 200 გრ.
• ფორთოხალი (სეგმენტებ მოჭრილი) – 1ც.
• შაქრის პუდრა – 10 გრ.
• საჭმელი ყვავილები

ბისკვიტი დავდოთ სასურველ ლანგარზე, დავნამოთ ფორთოხლის ნახარში სიროფით, წავუსვათ ცოტა შოკოლადის მუსი და გადავანაწილოთ, დავაყაროთ დაჭრილი კარამელიზირებული თხილი, დანარჩენი შოკოლადის მუსი დავასვათ ბურთების სახით, დავალაგოთ სხვადასხვა ფორმაზე დაჭრილი მარწყვი და ფორთოხლის სეგმენტები, დავაყაროთ მთელ-მთელი კარამელიზირებული თხილი, დავალაგოთ ფორთოხლის კონფის სამკუთხედი ნაჭრები, დავაყაროთ შაქრის პუდრა და დავალაგოთ ყვავილებიც.

By: გიორგი ჯანყარაშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com