ტალიატელე კრევეტითა და სატაცურით, ნაღებისა და ლიმნის სოუსით

7_issue_culinart43

ინგრედიენტები:
• ტალიატელე -1შეკვრა
• კრევეტი- 1შეკვრა
• სატაცური -1შეკვრა
• ნაღები – 300გრ.
• პიტნა/ტარხუნა/შაშკვლავი – 1კონა
• ლიმონი – 1ც.

მომზადების წესი:
ტაფაზე მოასხით ზეითუნის ზეთი, დაყარეთ კრევეტი და შეწვით. როცა კრევეტი შევარდისფერდება, მოასხით ლიმნის წვენი და დააყარეთ დაჭრილი სატაცური. სანამ კრევეტი იწვება, დააბლენდერეთ მწვანილი, დაუმატეთ ნაღები და წამოადუღეთ. მოხარშეთ ტალიატელე და გადაურიეთ ნაღების და მწვანილის მასაში.

By: ქეთი ბაქრაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com