ინგრედიენტები:
• 4 ც. დოლბანდის ნაჭერი
• 4.500 კგ უცხიმო ხაჭო
• 9ც. ვანილის ჩხირი
• 3 ს.კ. შაქარი
• 2 ჭ. წვრილად დაჭრილი ნუში
• 2 ჩ.კ. ნუშის ექსტრაქტი
• 0.500 გრ მარილიანი და შერბილებული კარაქი
• 1.800 კგ ტკბილი და შერბილებული კარაქი
• 9 ჭ. შაქარი
• 20 კვერცხის გული
• 1 ჭ. შაქარი
• 0.450 გრ მდნარი ყველი
• 0.125გრ მოცხარი
• 0.450 გრ თეთრი ქიშმიში
მომზადების წესი:
გაავლეთ დოლბანდი მდუღარე წყალში და კარგად გაწურეთ. სამი დიდი ზომის საწურში ჩააფინეთ დოლბანდი, მოათავსეთ უცხიმო ხაჭო და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე მთელი ღამით, რომ კარგად
დაიწუროს. მეორე დღეს მოამზადეთ ცომის მეორე ნაწილი: ათქვიფეთ 20 კვერცხის გული, ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, ვანილის ჩხირები და ნუშის ექსტრაქტი. თქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ ლიმონისფერ მასას. დაწურული ხაჭო ამოიღეთ საწურიდან, გაცერით საცერზე, დაუმატეთ მდნარი ყველი, ტკბილი და მარილიანი კარაქი, დაჭრილი ნუში და ფრთხილად მოურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეურიეთ ცომის მეორე ნაწილიც და ხის
კოვზით ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული ცომი მოათავსეთ ქვაბში, დადგით ორთქლზე ხარშეთ 2 საათი. 2 საათის შემდეგ გადმოდგით და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. პასკის ფორმებში ჩააფინეთ დოლბანდი, ჩაასხით ცომი და დოლბანდის ბოლოებით ამოწიეთ ზევით, ისე რომ სადრენაჟო ადგილი დატოვოთ ფორმის ფსკერზე. შედგით მაცივარში სამი დღით. მზა პასკა ამოიღეთ ფორმებიდან და გემრიელად მიირთვით.