ორაგულის სტეიკი ლიმონისა და ნაღების სოუსით

9_Issue_CulinArt72

ინგრედიენტები:
• ორაგულის სტეიკი 400 გრ.
• ტარხუნა 20 გრ.
• პიტნა 20 გრ.
• ნაღები 60 გრ.
• თეთრი, მშრალი ღვინო 30 გრ.
• ზეითუნის ზეთი 20 გრ.
• მიკრო ბალახი 10 გრ.
• ლიმონი 1 ც.
• მარილი, პილპილი გემოვნებით

ორაგულის ფილე ჩაალბეთ 10 გრ. ზეითუნის ზეთში და დააწურეთ ნახევარი ლიმონი. გააჩერეთ 15-20 წთ. გააცხელეთ ტაფა, დააწყვეთ ორაგული და შეწვით თითოეული მხარე ხუთი წუთის განმავლობაში. ორაგული შედეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში და გააჩერეთ 10-15 წუთის განმავლობაში. აიღეთ პატარა ზომის ქვაბი, დაასხით 10გრ. ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 60გრ. ნაღები და წამოადუღეთ, დაუმატეთ თეთრი ღვინო და ლიმონის ცედრა. დააბლენდერეთ მწვანილი, დაუმატეთ ის ადუღებული ნაღების მასას, და მოასხით უკვე გამომცხვარ ორაგულს. კერძს, გაფორმებისთვის მოაყარეთ მიკრო ბალახი.

By: ქეთი ბაქრაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com