ნუგა გლიასე

7_issue_culinart44

ინგრედიენტები:
• კვერცხი – 6ც.
• თეთრი შოკოლადი -100გრ.
• შავი შოკოლადი – 100გრ.
• კარაქი- 200გრ.
• შაქარი – 300გრ.
• ბეილისი – 50გრ.
• კვანტრო – 50 გრ
• თხილი – 100გრ.

მომზადების წესი:
დაადნეთ 100 გრ. თეთრი შოკოლადი 100 გრ. კარაქთან ერთად. შემდეგ ათქვიფეთ 3ც. კვერცხის ცილა + 150 გრ. შაქარი + დამდნარი შოკოლადი კარაქით +50 გრ. ბეილისი +100 გრ. წვრილად დაჭრილი თხილი. ამავე თანმიმდევრობით მზადდება შოკოლადის ნაწილი, უბრალოდ, თეთრის ნაცვლად იყენებთ შავ შოკოლადს, ბეილისის ნაცვლად კი, უმატებთ 50 გრ. კვანტროს. მიღებულ ორივე მასას ჩაასხამთ ფორმებში და 12 სთ-ის განმავლობაში გააჩერებთ საყინულეში.

By: ქეთი ბაქრაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com