ლეღვის, პროშუტოს და თხის ყველის სალათა ტკბილი დრესინგით

9_Issue_CulinArt71

ინგრედიენტები:
• ლეღვი 6 ც.
• პროშუტო 100 გრ.
• თხის ყველი 100 გრ.
• რუკოლა 100 გრ.
• ზეითუნის ზეთი
• შავი ბალზამიკო
• მარილი, პილპილი გემოვნებით

თეფშზე დააწყვეთ რუკოლა. ლეღვი დაჭერით ოთხ ნაწილად და მოათავსეთ ფოთლებზე, ლეღვთან ერთად დააწყვეთ პროშუტო და თხის ყველი. სალათას მოასხით ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო და მოაყარეთ პილპილი (სასურველია ფერადი პილპილი).

By: ქეთი ბაქრაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com