ინგრედიენტები:
150 გრ ისპანახის ფოთლები
150 გრ სალათის ფოთლების მიქსი
150 გრ მარწყვი
100 გრ ფეტა
1/2ავოკადო
100 გრ მოხალული ნიგოზი
სოუსი
50 გრ ზეითუნის ზეთი
30 გრ ვაშლის ძმარი
1-2 ტარხუნის ღეროს ფოთლები
1/2კოვზი ყავისფერი შაქარი
მარილი, პილპილი გემოვნებით
ჩამოთვლილი ინგრედიენტები დავაბლენდეროთ. სალათის და ისპანახის ფოთლები დავტეხოთ სასურველ ზომებად და მოვათავსოთ ჯამში, მოვაყაროთ დაჭრილი ავოკადო, მარწყვი და ფეტა. მოვასხათ სოუსი.
By: მერიკო გუბელაძე