გამომცხვარი ორაგული ნაღების და ხიზილალის სოუსით

8_issue_culinArt10

8_issue_culinArt11

ინგრედიენტები
• 4 ცალი ორაგული (5 სმ. სისქის)
• 1 ს/კ მარილი ალბათ ½ ჩ/კ
• 1 ს/კ პილპილი
• 1 ჩ/კ უცხო სუნელი
• ½ ჩ/კ წითელი წიწაკა დაფქვილი
• ½ ლიტრი ნაღები, 20%
• 100 გრ. არაჟანი
• 80 გრ. წითელი ხიზილალა
• 1 ცალი ლიმონი
• 100 გრ. კამა, წვრილად დაჭრილი
• ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი: 

1. ერთმანეთში აურიეთ მარილი, პილპილი, უცხო სუნელი და წითელი წიწაკა.
2. მიღებულ ნაზავი წაუსვით ორაგულის ნაჭრებს, ისე რომ თანაბრად და სრულად დაიფაროს.
3. ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭელს ქაღალდის ხელსახოცით წაუსვით ზეითუნის ზეთი და შიგ მოათავსეთ ორაგულის ნაჭრები, კანით ქვევით. ნაჭრებს სათითაოდ მოასხით ლიმონის წვენი.
4. გააცხელეთ ღუმელი 175 გრადუსზე და შედგით ორაგული. გამოაცხვეთ, სანამ ორაგული ღია ოქროს ფერი გახდება, დაახლოებით 10-15 წთ. (მნიშვნელოვანია რომ ორაგული არ გამოვაშროთ)
5. შესარევ ჯამში მოათავსეთ ნაღები, კამა, არაჟანი და 60 გ. ხიზილალა და ერთმანეთში აურიეთ კოვზით ან
მიქსერით (დაბალ სიჩქარეზე).
6. მიღებული ნაღების და ხიზილალას ნაზავი მოასხით ორაგულის ნაჭრებს, ისე რომ ყველა ნაჭერი თანაბრად
დაიფაროს და გააგრძელეთ ცხობა კიდევ 5-10 წუთის განმავლობაში.
7. გამოიღეთ კერძი ღუმელიდან და მაგიდასთან მიტანამდე, გააფორმეთ დარჩენილი ხიზილალით.

By: აჩიკო უნდილაშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com