ავოკადოს სალათი (გუაკამოლე)

8_issue_culinArt7

ინგრედიენტები
• 2 ცალი ავოკადო
• 1 ცალი პომიდორი – წვრილად დაჭრილი კუბებად
• 100 გრ. ქინძი – წვრილად დაჭრილი
• 100 გრ. ხახვი – წვრილად დაჭრილი კუბებად
• 1 ცალი მწვანე წიწაკა, მწარე (გემოვნებით)
• ½ ცალი ლიმონი
• 1 ჩ/კ მარილი (გემოვნებით)
• 1 ჩ/კ პილპილი (გემოვნებით) ალბათ ½ ჩ/კ

მომზადების წესი: 

1. შუაზე, სიმაღლეზე ვჭრით ავოკადოს, ისე რომ კურკა არ დავაზიანოთ და სუფრის კოვზით შიგთავსი გადაგვაქვს ჯამში. (კურკას ვინახავთ) კოვზით ან პიურეს საჭყლეტით საშუალოთ ვჭყლეტთ
ავოკადოს.
2. ავოკადოს ვუმატებთ დაჭრილ პომიდორს, ხახვს, ქინძს, ლიმონის წვენს, მარილს, პილპილს და წიწაკას გემოვნებით. ალბათ წითელი
3. ყველაფერს ერთმანეთში ვურევთ კარგად. 

შენიშვნა: თუ ავოკადოს სალათს მომზადებისთანავე არ მიირთმევთ, უმჯობესია მასში ჩაალაგოთ ავოკადოს კურკები. ამით თავიდან ავიცილებთ ავოკადოს დაჟანგვას, რაც სალათს მოშავო ფერს აძლევს.

By: აჩიკო უნდილაშვილი

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com