TEATRET GIFTS

_IG_1936

თინა ალექსიშვილი

_IG_1880

რატომ ჰქვია ჩემს პატარა კაფე- მაღაზიას ტეატრეტი?
TEATRET – პატარა თეატრს ნიშნავს.
კაფე და თეატრი კი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, ორივე საკვებს იძლევა)) და ბევრ რამეს იტევს: ცხოვრების სტილი… აზროვნების სტილი… დიზაინი-დეკორაცია, კოსტუმები-ტანსაცმელი, მუსიკა, ცოცხალი შეხვედრები… აქცენტი სიტყვაზე და სიტყვის ძალაზე…
ამ აქცენტს მაღაზიაც ეხმიანება, თუნდაც იმ ორსიტყვიანი ტექსტებით, რაც ჭიქებსა თუ სხვადასხვა ნივთებზეა
გამოყენებული.
თითქოს ისეთი არაფერია, ყოველდღიური თემატიკით, ყოველდღიური ემოციებით დავიწყეთ და ვცდილობთ,
რომ ორ სიტყვაშიც სათქმელი ჩავდოთ. სათქმელი კი ბევრი გვაქვს…

_IG_1861

_IG_1806

კაფეში საინტერესო შეხვედრებს ვაწყობთ ხოლმე, მაღაზიაშიც ვახერხებთ სიტყვის „მოქნევას“))).
ჩვენი მხატვარი მარიამ ბარდაძეა, რომლის ნახატები, დრამატურგიული თვალსაზრისით, ძალიან საინტერესოდაა აგებული და ემოციურად მოულოდნელია. ხშირად ზღაპრულიც… ამიტომ შემდეგ ეტაპად, გაზაფხულის თემად – ზღაპარი ავირჩიეთ. ზღაპარი!
ჩვენი ბავშვობის ძველი, ნამდვილი ქართული ზღაპრები, განუმეორებელი ჯადოსნური სიტყვის ძალით…

რატომაც არა?!

სიტყვას დიდი ძალა აქვს!))).

_IG_1840

_IG_1835

Culinart_11_PRINT54

ფოტო: LIG Studio

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com