FOOD LOVERS

Culinart_11_PRINT35

ანანო ბაკურაძე

ყველას უყვარს გემრიელი კერძები. როდესაც რესტორანში მივდივართ იშვიათად ვხვდებით შეფს, არ ვიცით ის როგორ გამოიყურება. რა თქმა უნდა შეგვიძლია წაროვიდგინოთ, თუ კერძი მოგვეწონება, ვიფიქრებთ, რომ მისი შემოქმედიც ძალიან კარგად გამოიყურება და პირიქით.
გარდა იმისა, რომ ეს ბლოგი ძალიან მიყვარს, მართლაც საოცნებო სამსახურია: აღმოაჩინო ახალ-ახალი ადამიანები, რომელთათვისაც საჭმლის მომზადება განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენს და შემდეგ ამ კერძების დაგემოვნებაც მოგიწიოს. თითქოს ყოველ ჯერზე ახალ ძალიან კარგ რესტორანში მივდივარ და შეფი, პირადად ჩემთვის ამზადებს მის საუკეთესო კერძს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ შეფს ვხედავ, თვალებში ვუყურებ და გარდა კერძის გემოსი, შეფის განწყობაც და გარეგნობაც მის შექმნილ დესერტს თუ მთავარ კერძს განსაკუთრებულ გემოს მატებს. ანანო ბაკურაძემ მხოლოდ ჩაი რომ მოგიმზადოს, თუ გაიღიმებს, ისიც განსაკუთრებული იქნება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მომზადებულ ძალიან გემრელ კრეპებზე. „კულინArt-ის“ ახალი აღმოჩენა სწორედ 24 წლის ჟურნალისტი ანანო ბაკურაძეა, უნივერსიტეტი საფრანგეთში დაამთავრა და თბილისს დიდი ენთუზიაზმით, გეგმებით და არაჩვეულებრივი განწყობით დაუბრუნდა, მუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა უცხოური გამოცემისთვის სტატიებს წერს და თან მოძრაობის თეატრში მუშაობს, მაინც რჩება დრო, რომ მეუღლეს და მეგობრებს გემრიელი კერძები მოუმზადოს.
„რაც თბილისში ვცხოვრობ, არ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ შედარებით იშვიათად ვაკეთებ საჭმელს, რადგან ბებიაჩემი მიგზავნის ყველაფერს გამზადებულს და მერე ვზარმაცდები… თუმცა მეგობრები ხშირად ვაწყობთ საღამოებს და იქ აუცილებლად მე ვამზადებ ხოლმე რამე გემრიელს, გააჩნია როგორ მადაზე არიან?!“

Culinart_11_PRINT36

"17 წლის ვიყავი პირველად მარტო რომ დავრჩი სახლში, არც დედა და არც ბებია! ისინი ძალიან შორს იყვნენ ჩემგან. იძულებული ვიყავი მესწავლა საჭმლის მომზადება. სულ თავიდან ბებიაჩემი სკაიპით მასწავლიდა სხვადასხვა რაღაცების კეთებას, მერე გამიტაცა ამ საქმიანობამ და ნიცაში ცნობილი სასტუმროს ნეგრესკოს კულინარიულ კურსებზე ვიარე რამდენიმე თვე. ფრანგული პურის ცხობა, კრუასანების გადახვევა და თეფშის მორთვას ვსწავლობდი. მერე მივანებე თავი, ასე მგონია თუ გეხერხება საჭმლის კეთება სწავლა არ გჭირდება, ისედაც ყველაფერს გააკეთებ, მართლა ადვილია."

ანანო ხშირად მოგზაურობს, ახლა კანის ფესტივალისთვის ემზადება, კულინარიასაც ხელოვნებასთან აიგივებს – „დღეს მსოფლიოში კულინარია ხელოვნებამდეა აყვანილი, ჩვენთან კი ჯერ კიდევ არის ის აზრი რომ თუ ხშირად აკეთებ სადილს, ე.ი. შენ დროს კარგავ ან უსაქმური ხარ. ეს აზრი რა თქმა უნდა მცდარია! კულინარია ისეთივე ჰობი შეიძლება იყოს ადამიანისთვის, როგორც ვიღაცისთვის – ჩოგბურთი და ვიღაცისთვის – ცეკვა. კულინარიაშიც და სხვა სფეროებშიც მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმემ გაგიტაცოს, გიყვარდეს და აღფრთოვანებული იყო იმით, რასაც აკეთებ.სულ ვამბობ: როცა კარგად შეგიძლია საჭმლის გაკეთება, შენს მეგობრებს უფრო უყვარხარ ამის გამო.“

Culinart_11_PRINT37
ანანომ საკუთარი დაკვირების შედეგიც გაგვიზიარა, მისი აზრით ადამიანს რომელსაც უყვარს გემრიელი ჭამა, ის აუცილებლად შეძლებს გემრიელი კერძის მომზადებას.
Food Lovers ტრადიციას არ დაარღვევს და ანანოს უგემრიელეს და მარტივად მოსამზადებელ ფრანგული კრეპების რეცეპტს გაგიზიარებთ.

Culinart_11_PRINT39

2 ჩ.ჭ. ფქვილი, 2 კვერცხი, 2 ჩ.ჭ. რძე (შეიძლება სამი ჭიქაც, ცომი საშუალო სისქის უნდა გამოვიდეს, ცოტა მარილი, 2 სუფრის კოვზი შედედებული რძე („სგუშონკა“) კარგად ავთქვიფოთ, გავადნოთ 40 გრ. კარაქი და დავუმატოთ. საშუალო ზომის ტაფა კარგად გავაცხელოთ, გაზქურა საშუალო ცეცხლზე დავაყენოთ და, ჩამჩით დავასხათ დაახლოებით 100 გრ. კრეპის მასა, დაახლოებით 20 წამში ამოვაბრუნოთ კრეპი მორე მხარესაც 20 წამი გავაჩეროთ და უკვე მზად არის, გემოვნებისამებრ შეგიძლიათ მურაბით, ჯემით ან ყველით და ლოტით მიირთვათ!

Culinart_11_PRINT41

ფოტო: LIG Studio

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com