ლაშა უჩავა
თუ წონას რეგულარულად აკონტროლებთ და საკვების კალორაჟშიც კარგად ერკვევით, ეს გემრიელი, იოლად მოსამზადებელი და ამავე დროს დიეტური კერძი სწორედ თქვენთვისაა!
ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი: სწორი კვების პრინციპების დაცვისთვის აუცილებელია, ორგანიზმმა ყველა საკვები ნივთიერება მიიღოს: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მიკრო-მაკროელემენტები და ვიტამინები.
სწორი კვების პრინციპის გათვალისწინებით, აღნიშნული კერძი თამამად შეიძლება ჩავრთოთ დღის რაციონში. ის ჯანსაღიცაა, გემრიელიც და ამავე დროს, დაბალკალორიულიც.
სადილი, რომელსაც პირობითად „ბადრიჯანი ყველით“ დავარქვით, მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით,
ვიტამინებით, მიკრო-მაკროელემენტებითა და მცენარეული ცხიმებით; ხოლო თუ მას ხორცთან ერთად მოვამზადებთ, ჩვენი დღის რაციონი კიდევ უფრო გამდიდრდება, მასში ცხოველური ცილა და ცხიმიც იქნება ჩართული. ეს კი ნორმალური მეტაბოლიზმის (ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის) ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.
კერძის ენერგეტიკული ღირებულება (კალორაჟი) 805 კკალ-ს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღის განმავლობაში ზრდასრულმა ადამიანმა საკვები – სქესის, ასაკის, ძილის, დღის რეჟიმისა და შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით უნდა მიიღოს, ქალის შემთხვევაში ეს საშუალოდ – 1500-
2000 კკალ-ს, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში 2000-2500 კკალ-ს შეადგენს.
ორგანიზმისთვის ბოსტნეულის მნიშვნელობაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ. მხოლოდ იმას აღვნიშნავ,
რომ ზამთრის ბოლოს რაციონის ვიტამინებით გამდიდრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!
თითო პორცია 805 კლ
ბადრიჯანი ყველით
შემადგენლობა:
• 2 ც. ბადრიჯანი – 110 კკალ
• 150 გრ. ყველი – 300 კკალ
• 1 ც. პომიდორი – 25 კკალ
• 1 კონა ოხრახუში – 7 კკალ
• 1 კონა რეჰანი – 8 კკალ
• 1 ც. ბულგარული წიწაკა – 20 კკალ
• 2 ს.კ. ზეთი – 335 კკალ
• მარილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
ბადრიჯანს მოვაჭრათ ბოლოები, გავრეცხოთ, დავჭრათ რგოლებად, მოვათავსოთ ტაფაზე და დავასხათ 100 მლ. წყალი. მოვთუშოთ დაახლოებით 5-7 წთ-ის განმავლობაში. წყლის აორთქლების შემდეგ დავამატოთ 2
ს.კ. ზეთი და შევწვათ ორივე მხრიდან. ცალკე, ასევე რგოლებად, დავჭრათ პომიდორი, ბულგარული წიწაკა და უკვე შემწვარ ბადრიჯანს დავალაგოთ ზემოდან, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გახეხილი ყველი.
ტაფას დავაფაროთ თავსახური და რამდენიმე წუთს გავაჩეროთ.
P.S. აღნიშნული კერძი შესაძლებელია მომზადდეს ქათმის (125 კკალ) ან ხბოს (152 კკალ) ხორცთან ერთად. ამ შემთხვევაში ბადრიჯანს ეფინება ხორცი და შემდგომ ზემოთ ხსენებული პროდუქტები.
ფოტო: LIG Studio