ნუთელას ნამცხვარი

Culinart_11_PRINT46

შემადგენლობა:
• 6 ც. კვერცხი
• მარილი-მწიკვი
• ½ ჭიქა დარბილებული კარაქი
• 1 ჭიქა ნუთელა
• 1 ს.კ ლიქიორი
• ½ ჭიქა გატარებული თხილი
• 1 ფილა გამდნარი შოკოლადი

გასაფორმებლად:
• 1 ჭიქა ნუთელა
• 1 ჭიქა თხილი

მომზადება:
კარაქი, კვერცხი და ლიქიორი კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ ნუთელა, გატარებული თხილი, ორთქლზე გამდნარი შოკოლადი და კიდევ ავთქვიფოთ. მოვათავსოთ მიღებული მასა ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში. შევდგათ ღუმელში 220 გრადუსზე 30-40 წთ. როდესაც გამოცხვება, მთლიანად დავფაროთ ნუთელას კრემით.
სურვილისამებრ მოვაყაროთ თხილი. შევდგათ მაცივარში ერთი საათით. მიირთვით გემრიელად!

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com