მერიკოს ბლოგი

_MG_3955

Culinart_11_PRINT22

Culinart_11_PRINT23

ღუმელში შემწვარი ღორის ხორცი

ცოტა უცნაურად ხვდება ყურს შემწვარი ღორის მუცელი, მაგრამ დამერწმუნეთ, ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძია. თანაც ისეთი, რომლის დანახვაზე სანერწყვე ჯირკვლები თავს გახსენებენ და ისეთიც, რომლითაც ნებისმიერ სამიზნე ჯგუფს (ვეგეტარიანელების გარდა) თავს მოაწონებთ. მთავარია ზუსტად მიჰყვეთ დირექტივებს და არ დაგეწვათ.

ინგრედიენტები:
• 2 კგ. ღორის მუცლის ნაწილი
• 2-3 ნივრის კბილი
• ½ ჩ.კ დაფქვილი მიხაკი
• ½ ჩ.კ დაფქვილი კვლიავი
• 1 ჩ.კ დაფქვილი წითელი წიწაკა
• 2 ჩ.კ ხმელი ქონდარი
• 2 ს.კ ზეითუნის ზეთი
• 1 ს.კ ლიმონის წვენი
• 1 ს.კ მარილი

მომზადების წესი:
გასუფთავებული ხორცის მხოლოდ კანი დასერეთ ისე, რომ ხორცს არ შეეხოთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთს, კარგად წაუსვით ხორცს ყველა მხრიდან და გააჩერეთ 2-3 საათი, შეგიძლიათ მთელი ღამითაც. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. 30 წუთი ამ ტემპერატურაზე მობრაწეთ, შემდეგ დაუწიეთ 170 გრადუსზე და 3 საათის განმავლობაში შეწვით, სანამ ხორცი კარგად არ დარბილდება და კანი არ მოიბრაწება. შეგიძლიათ მიირთვათ ღუმელში გამომცხვარი ბოსტნეულის, სალათის ან სხვა სასურველ გარნირთან ერთად.

ფოტო: LIG Studio

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com