• მოხარშული წაბლის პიურე – 500გრ.
• ბოსტნეულის ბულიონი – 250გრ.
• ნაღები – 100გრ.
• პორტვეინი – 150 გრ.
• ზღვის ბიბილო – 6ც.
• ტრიუფელის ზეთი – 1ჩ/კ
მომზადების წესი
მოვხარშოთ წაბლი, ამოვიღოთ ქერქიდან და მისგან გავაკეთოთ პიურე. დავაბლენდეროთ პიურე წინასწარ მომზადებულ ბულიონთან ერთად, შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ ნელ ცეცხლზე. დავუმატოთ ნაღები, მარილი, პილპილი გემოვნებით, ასევე დავამატოთ პორტვეინი და წამოვადუღოთ. სურვილის შემთხვევაში ტაფაზე შეწვით ზღვის ბიბილო ზეითუნის ზეთში და მოათავსეთ წვნიანში.
By: ქეთი ბაქრაძე