ქიშ ლორენი

6_issue_culinart62

ცომის მომზადებისთვის:
• კარაქი – 200გრ.
• ფქვილი – 400გრ.
• კვერცხი – 1ც.
• მარილი – 0.10გრ.

შიგთავსის მომზადებისთვის:
• ლორი – 200გრ.
• ყველი – 200გრ.
• რძე – 150გრ.
• ნაღები – 200გრ.
• კვერცხი – 3ც.
• მარილი – 0.10გრ.
• პილპილი – 0.05გრ.

მომზადების წესი
დარბილებულ კარაქს ვურევთ ფქვილს, მიღებულ მასას ვუმატებთ კვერცხს და მარილს. ვაკეთებთ გუნდას, ვახვევთ მას სპეციალურ პარკში და ვათავსებთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღებულ ცომს ვაბრტყელებთ ფორმაში და ცომის ძირს ვჩხვლეტთ ჩანგლით, შემდეგ სიმძიმისთვის ცომს ზემოდან ვაყრით ლობიოს და ვდგავთ 200 გრადუს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. ცალკე ვთქვიფავთ კვერცხს, რძეს, ნაღებს, ყველს და ტაფაზე უკვე მოთუშულ ბეკონს ვურევთ ათქვეფილ მასას. ღუმელში ნახევრად გამომცხვარ ცომს მოვაშოროთ ლობიო და დავასხათ ათქვეფილი მასა, 15-20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში გავაჩეროთ.

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com