ცომის მომზადებისთვის:
• კარაქი – 200გრ.
• ფქვილი – 400გრ.
• კვერცხი – 1ც.
• მარილი – 0.10გრ.
შიგთავსის მომზადებისთვის:
• ჩერი პომიდორი – 200 გრ.
• თხის ყველი – 200გრ.
• რძე – 150გრ.
• ნაღები – 200გრ.
• კვერცხი – 3ც.
• მარილი – 0.10 გრ.
• პილპილი – 0.05 გრ.
მომზადების წესი
დარბილებულ კარაქს ვურევთ ფქვილს, მიღებულ მასას ვუმატებთ კვერცხს და მარილს. ვაკეთებთ გუნდას, ვახვევთ მას სპეციალურ პარკში და ვათავსებთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. მაცივრიდან გამოღებულ ცომს ვაბრტყელებთ ფორმაში და ცომის ძირს ვჩხვლეტთ ჩანგლით, შემდეგ სიმძიმისთვის ცომს ზემოდან ვაყრით ლობიოს და ვდგავთ 200 გრადუსს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, ნაღები, მარილი და მიღებული მასა ჩავასხათ ნახევრად გამომცხვარ ცომში (ცომს წინასწარ მოაცილეთ სიმძიმისთვის დაყრილი ლობიო). ჩავაწყოთ თხის ყველი და პომიდორი ჩერი ცომში მოთავსებულ ათქვეფილ მასაში. გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსს ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.
By: ქეთი ბაქრაძე