ინგრედიენტები:
• სპაგეტი
• ხახვი – 1 ს/კ
• ნიორი – 3 კბილი
• წითელი წიწაკა
• მარილი
• შავი პილპილი
• პომიდორი “ჩერი”
• ადუღებული წყალი
• ზეითუნის ზეთი
• რეჰანი
• ქინძი
• პარმეზანი
მომზადების წესი:
ადუღებულ მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი, 6-7 წუთის განმავლობაში. სოუსის მოსამზადებლად ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, მოთუშეთ ერთი სუფრის კოვზი ხახვი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, წითელი წიწაკა, გახეხილი პარმეზანი. ტაფაზე დაასხით 50 გრ. სპაგეტის ნახარში წყალი, დაუმატეთ ერთი მუჭა პომიდორი “ჩერი” და ურიეთ ნელ ცეცხლზე. ტაფაზე დაყრილი პომიდორი “ჩერი” დაჭყლიტეთ. სოუსის მოამზადებას სულ სამი წუთი დასჭირდება, შემდეგ კი, ტაფაზე დაყარეთ მოხარშული სპაგეტი და რამდენიმე წუთი გააჩერეთ. გამზადებული კერძი გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი, ქინძი და რეჰანი.
By: ლევან ბერულავა