სალათი მსხლით და ლურჯი ყველით

7_issue_culinart21

ინგრედიენტები:
• სალათის ფურცლები 2 კონა
• რუკოლა 2 კონა
• 1 ავოკადო
• 1 მსხალი
• ნიგოზი 100 გ.რ.
• 250 გრ. ლურჯი ყველი
• 3 კბილი ნიორი
• 2 სუფრის კოვზი თაფლი
• 1 ლიმონი
• 1 ფორთოხალი

მომზადების წესი:
დავჭრათ მსხალი და ავოკადო თხელ ფირფიტებად, დავამატოთ ხელით „დაჩეჩილი“ რუკოლა და სალათის
ფურცლები და ავურიოთ ერთმანეთში. ცალკე ავიღოთ 3 კბილი ნიორი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, დავასხათ ცოტა ლიმონი და ფორთოხლის წვენი გემოვნებით და დავაბლენდეროთ, უნდა მივიღოთ ბლანტი მასა. ავურიოთ სალათის ფურცლები და თაფლის სოუსი ერთმანეთს, დავაჭრათ კუბიკებად ლურჯი ყველი და ბოლოს სალათ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი .

By: ნინო რუხაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com