კომშის სალათი

6_issue_culinart55

ინგრედიენტები:
• 1 საშუალო ზომის კომში
• 100 გრ ნიგოზი
• 2 კონა სალათის ფოთოლი
• 400 გრ პომიდორი ჩერი
(შეიძლება სხვადასხვა ჯიშის
პომიდვრის გამოყენებაც)
• 100 გრ ყველი ”პარმეზანი”
• 2 ს/კ -ბლანტი ბალზამიკო
• 1 ს/ კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
ხელით დანაწევრებული სალათის ფურცლები და დაჭრილი პომიდორი მოვათავსოთ დიდ ჯამში.
გავთალოთ კომში, დავჭრათ წვრილ კუბიკებად და მოვშუშოთ თავდახურულ ტაფაში, ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 15-20წთ.
ჯამში ჩავყაროთ მოშუშული კომში, წვრილად დაჭრილი ნიგოზი და სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, დავუმატოთ ზეითუნის ზეთი, ბალზამიკო, მარილი გემოვნებით და კარგად ამოურიოთ. გავაფორმოთ პარმეზანის ძალიან თხლად დაჭრილი ფირფიტებით.
სალათი მზად არის.

By : ნინულა ასათიანი
 

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com