ხილის პეროგი

5_issue_culinart67

ცომი:
უმაღლესი ხარისხის ფქვილი – 300 გრ
მარილი – 1/2 ჩ.კ.
გამაფხვიერებელი – 1, ჩ.კ.
შაქარი – 3 ს.კ.
კარაქი – 150 გრ
არაჟანი – 100 გრ

ცომის მომზადების წესი:
ფქვილი, შაქარი, მარილი და გამაფხვიერებელი ავურიოთ ერთად, ცალკე კარგად გავთქვიფოთ არაჟანი და შერბილებული კარაქი. ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ მყარი ცომი.

გულსართი:
ვაშლი – კგ
ქლიავი – კგ
ლიმონი – 1 ც
შეფუთული ვანილი – 0,5

გულსართის მომზადების წესი:
ვაშლი და ქლიავი დავჭრათ მოგრძო ფორმებად, დავუმატოთ ვანილი და ლიმონის წვენი

კრემი:
არაჟანი – 200 გრ
შაქარი – 180გრ
შეფუთული ვანილი – 0,5
კვერცხი – 1ც.
ფქვილი – 2 ს.კ.

კრემის მომზადების წესი:
ცალკე კარგად გავთქვიფოთ არაჟანი, შაქარი და ვანილი, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი და ბოლოს – ფქვილი.

გავაბრტყელოთ ცომი, მოვათავსოთ კარაქწასმულ და შაქარმოყრილ მრგვალ ფორმაში, ცომი ფრთხილად ამოვაფინოთ ფორმის კედელებზეც. ცომზე რიგ-რიგობით მოვათავსოთ დაჭრილი ვაშლი და ქლიავი,
შემდეგ მოვასხათ კრემი და შევდგათ აერღუმელში 175 გრადუს ტემპერატურაზე, 45 წუთით.

By: მერიკო გუბელაძე

"კულინART"
კულინარია, როგორც ხელოვნება.

contact@redakcia3.com